უკან დაბრუნება
განცხადებები
კოლხის დედა - ქალაქის ლიტერატურული ახალგაზრდობა
28-01-2017, 01:40
ნანახია: 1414
გაუზიარე სტატია მეგობარს


ალ.მიმინოშვილი

  ფოთის გაზეთის „მგზნებარე კოლხიდელის“ რედაქცია სასარგებლო საქმეს აკეთებს და დიდი  დახმარებას  უწევს ახალგაზრდა დამწყებ პოეტებს, როდესაც მათ შემოქმედებას თითქმის ყოველთვიურად ლიტერატურულ გვერდს უთმობს. შედეგიც უთუოდ მისასალმებელია.  1940 წელს ლიტერატურულ ფურცლებზე დაბეჭდილი ახალგაზრდა ავტორები თავიანთი ლექსებით ცხადყოფენ, რომ ფოთში, კოხლიდის დედა-ქალაქში, თანდათან იზრდება ბირთვი ლიტერატურული ახალგაზრდობისა. გადაათვალიერეთ გაზეთის ლიტერატურული ფურცლები და აუცილებლად დაინტერესდებით აკაკი თოფურიას ლექსებით. მის შემოქმედებაზე უკვე თამამად შეგვიძლია ვიმსჯელოთ. თოფურიამ გზა პოეზიაში სწორედ იმ მ გეზით აიღო, რითაც უნდა მიდიოდეს დღეს ახალგაზრდა შემოქმედი. ეს არის გზა დღევანდელი ეპოქისა ახალი ცხოვრების ასახვისა რეალისტურ ფორმებში. ყურადღებას იქცევენ მისის ლექსები - „გმირი და სიყვარული“, „საახალწლო სიმღერა“ და „ლენინი ქოხში“. სამივე ლექსი ტემპერამენტით არის დაწერილი. ავტორი გმირს ცოცხლად გვიხატავს. მისი გმირი დიდი ეპოქის ნამდვილი ადამიანია, სამშობლოს სიყვარულით აღზნებული: „ჩემო კარგო! გმირობაამ ცხოვრების შთაგონება,
წინ მიგვაფრენს „სტალინისთვის!“
დაძახილის გაგონება.
საზღვრის პირად, წყლის გაღმიდან,
სროლით ბევრჯერ ამაღელვეს,
სამშობლოსთან ომი სურდათ
ბოროტების განმზრახველებს,
- მკერდით დავიცავი
- და ქვეყანა ვასახელე“.
სამშობლოს სიყვარულთან ერთად გმირმა სხვა სიყვარულიც იცის. ამ მხრივაც ახალგაზრდა ავტორი აღწევს სრულ ზომიერებას საღებავების შერჩევაში და გრძნობით გადმოგვცემს მიჯნური გმირის განცდებს:„გმირი რომ ვარ, სიყვარულიარა უნდა განა ჩემს გულს,ახალგაზრდულს, სამშობლოსთვისდაბადებულს, ზრდილს და ერთგულს?!“
და შემდეგ:
-ვინ დამძრახავს. გითხრა მტკიცედ:
შუქიანო ელვისთანა!
ჯერ მე არსად არ მინახავს
ქალიშვილი შენისტანა!“
  კარგი ლექსია „ლენინი ქოხში“, სადაც ავტორი მოგვითხრობს სოციალიცტური რევოლუციის დიდი ბელადის ლენინის არალეგალურ ცხოვრებას  ქოხში. 1917 წელს, სადგურ რაზლივის მახლობლად.
   აკ.თოფურიას დაბეჭდილი აქვს აგრეთვე ლექსები: „აკაკი სავანეში“, „ლექსი, თქმული შადრევანთან“, „ტრიბუნაზე მდგარ ახალგაზრდა დეპუტატს“, „სურვილის ტალღა“ და სხვა. ამათგან უკანასკნელი სამი ლექსი ისეთ შთაეჭდილებას ვერ სტოვებს, როგორსაც წინანდელი მისი ლექსები. „შადრევანთან თქმული ლექსი“, რომელშიც ავტორი ახალგაზრდობის ზნეობის საკითხს ეხება, საინტერესოდ არის მოფიქრებული, მაგრამ მეტად გაჭიანურებულია  „ტრიბუნაზე მდგარ ახალგაზრდა დეპუტატს“ გაუმართავია და რითმულად სუსტი. საერთოდ კი აკაკი თოფურიას ლექსები საფუძველს გვაძლევენ ვსთქვათ, რომ იგი სულ მალე ახალგაზრდა ნიჭიერ პოეტთა რიგებში ჩადგება.
   „მგზნებარე კოლხიდელის’ ლიტერატურულ ფურცლებზე სისტემატურად ლექსებს ბედჭდავდნენ აგრეთვე ახალგაზრდა ავტორები; შალვა ჩემია, ხუტა ლოლუა, ალ.თოფურია, არისტრახ ქოიავა და სხვ.
   შალვა ჩემიას აქვს რამდენიმე მოსაწონი ლექსი, მათ შორის „წვევამდელის სიმღერა“, მაგრამ ამ ლექსებში, მაგ. „ჩიტუნია“-ში, იდეა, გააზრება ავტორისა ბუნდოვანია. ავტორი უნდა ერიდოს განყენებულ თემებს და ლექსებს, თემად დღევანდელობა უნდა აიღოს. ჩიტუნია, ვარდის კოკრები, ელეონორას განყენებული მშვენება უნდა შესცვალოს ცოცხალმა ადამიანებმა, სოციალისტური შრომის, საკოლმეურნეო მინდვრების მოწინავეებმა, ახალი კოლხიდის მშენებლებმა.
 განყენებულ სიყვარულს და აბსტრაქციულ სილამაზეს დაუმორჩილებია აგრეთვე ახალგაზრდა ავტორი ხ.ლოლუაც და ისე ძლიერად, რომ ავტორმა არ იცის, როგორ ადიდოს, რას შეადაროს და როგორი ფერებით დახატოს სიყვარულის ძალა.
„გულს სინათლის სვეტად ჩამოეშურე,
გაავარდე სამიჯნურო ოცნება“...
ან
„აი,მზეო! ჩვენი გარჯის ნაყოფი აზვინულა სიყვარულის ბორცვებად.“
ყურადღებას იქცევს ხ.ლოლუას ლექსი „სტუმრად მაიაკოვსკის სამშობლოში“
„მგზნებარე კოლხიდელის“ ფურცლებზე დაბეჭდილ ლექსებიდან აღსანიშნავია აგრეთვე ახალგაზრდა ავტორის ალ.თოფურიას ლექსი „სტუმარი, სადაც ავტორი საინტერესოდ გადმოგვცემს ბელადის სტუმრობას კოლხიდაში 1932 წელს და დღევანდელ კოლხიდის სახეს.
 აყვავებულ ბაღნარად ქცეულ კოლხიდის დედა-ქალაქში საკმაოდ მოიპოვებიან ლიტერატურული ძალები. ისინი სწერენ იმ საგმირო ამბებზე, რომლებიც ხდება განახლებულ კოლხიდაში, ახალ ადამიანებზე, რომლებიც სოციალისტურ ამშენებლობის ბოლშევიკურად ხელმძღანელობენ.

„ლიტერატურული საქართველო“  №24 (182).  13 ივნისი 1941წელი. გვ.4
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი