უკან დაბრუნება
განცხადებები
ედემ გაბელია - ზვიადის მანტოს ისტორია
14-01-2017, 00:15
ნანახია: 1136
გაუზიარე სტატია მეგობარს


მხიარულთა და საზრიანთა კლუბების რეგიონალურ ორგანიზაციას ქალაქის ხელმძღვანელობამ  დაგვავალა, საათახევრიანი პროგრამით საახალწლო კოცერტის ჩატარება კ/თ  რუსთაველში.  შევიკრიბეთ, შევადგინეთ პროგრამა და დავიწყეთ სცენარის წერა. ერთადერთი პრობლემის წინაშე აღმოჩვდით. ვერაფრით ვერ დავუკავშირდით ჩვენი გუნდის წევრს, ზვიად  კვარაცხელიას რა უნდა გვექნა, ავიყვანეთ ტაქსი და ჩავედით ხობის რაიონ სოფ ქვალონში. ზვიადი სახლში არ დახვდა.
  ჭიშკართან დედა შეგვებება მივესალმეთ, მოვიკითხეთ და ზვიადის ადგილ-სამყოფელი ვკითხეთ.
 დეიდა, ზვიადი გვჭირდება, სად ვნახავთ, ვერ დაგვაკვალიანებთ? -თქვა გოგიტამ.
- ზვიადი, შვილო სენაკში წავიდა.
- რატომ, ხომ მშვიდობაა? - ვკითხე გაკვირებულმა.
- კი შვილო, მშვიდობაა, მაგრამ ვაი ამისთანა მშვიდობას. ამხელა კაცი რო.. ხელი ჩაიქნია.
- მე და გოგიტამ ერთმანეთს გადავხედეთ.
- -რაიმე ხომ არ შეემთხვა ? - ისევ დავეკითხე.
- შვილო, ქურთუკი იყიდა დღეს სენაკში, სახლში მოიტანა, პატარა შეექმნა და დასბრუნებლად წაიღო.
- დავემშვიდობეთ თან დავიბარეთ, რომ მეორე დრეს აუცილებლად ჩამოსულიყო. მე, გოგიტა და ტაქსის მძღოლი ფოთამდე ვიცინოდით.
- მეორე დღეს ყველანი ველოდებით კ/თ რუსთაველში. იღება კარები და შემოდის ზვიადი, ტანზე მოტმასმანილი მანტო აცვია. გოგიტამ არც აცხელა, არც აცია, დაიყვირა.
- ზვიად! აბა ხელები ასწიე ?! ზვიადიც არ დაიბნა და ხელები მაღლა ასწია.
- მკლავები ნახევრამდე გამოუჩნდა. ყველანი სიცილისაგნ ვიჭაჭებოდით. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი