უკან დაბრუნება
განცხადებები
გიგლა თურქია
28-11-2016, 22:31
ნანახია: 1790
გაუზიარე სტატია მეგობარს


შემოქმედებითი ბიოგრაფია

გიგლა თურქია გიგლა ოთარის-ძე თურქია დაიბადა ქ. ფოთში 1967 წლის 23 დეკემბერს. 1984 წელს დაამთავრა ფოთის მე-9 საშუალო სკოლა. სკოლაში სწავლების პერიოდში ცეკვავდა სკოლის ქორეოგრაფიულ ანსამბლში, რომელსაც ხელმძღვანელობდა იმდროისათვის ახალგაზრდა, ნიჭიერი ქორეოგრაფი მალხაზ ღონღაძე. მალხაზ ღონღაძის ხელმძღვანელობით ანსამბლმა მიაღწია დიდ წარმატებას როგორც სასკოლო, საქალაქო ასევე რესპუბლიკის მაშტაბით. 1984 წლიდან ცეკვა გააგრძელა კულტურის სახლთან არსებულ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ ,,ფაზისში”, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქორეოგრაფი ახმედგიგლა თურქია ამბალია, პარალელურად მუშაობდა ქალაქ ფოთის კულტურის სახლში ქორეოგრაფიული წრის ხელმძღვანელად.
1977-81 წლებში სწავლობდა ქალაქ ფოთის ილიკო სუხიშვილის სახელობის ქორეოგრაფიულ სტუდიაში. P 1986-88 წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური. 1988-92 წლებში დაამთავრა საქართველოს ქორეოგრაფიული უნივერსიტეტი. 1992-97 წლებში მუშაობდა ანსამბლ ,,ფაზისში” ქორეოგრაფად. პარალელურად კი ჩამოაყალიბა ქალაქ ფოთის კულტურის სახლთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ,,ფოთი”, სადაც მუშაობდა მთავარ ქორეოგრაფად. 1997 წელს ჩამოაყალიბა ქორეოგრაფიული სტუდია და ქალაქ ფოთის მე-5 საშუალო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ლაზიკა”.
1997-99 წლებში მუშაობდა ფოლკლორის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელად. არის მრავალი შიდა და საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსების ლაურეატი. (იუგოსლავია-1985 წ, მოსკოვი-1985 წ, იტალია-1989 წ, გერმანია-1994-95-98 წ, სლოვენია-1995 წ, H ჰოლანდია-1996 წ , ბელგია-1997 წ, თურქეთი-2002, 2004, 2006, 2008 , 2010 წწ, ბულგარეთი-2007-2009 წწ, თურქეთი-2010-2011წწ, ბულგარეთი 2012-2013წწ).გიგლა თურქია
2007 წელს საფუძველი ჩაუყარა ქართული ფოლკლორის კოლხურ-ლაზური ცეკვებისა და სიმღერების ფესტივალ-კონკურსს, რომელიც ტარდება ყოველი წლის ივნისის თვეში.
2011 წელს დაინიშნა საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ.
2012 წელს დაჯილდოვდა საქართველოს ქორეოგრაფიის ამაგდარის ორდენით.
2013 წელს დაინიშნა თვითმმართველი ქალაქის - ფოთის ფოლკლორის ცენტრის დირექტორად. პარალელურად მუშაობს ქ. ფოთის ფოლკლორის ცენტრთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ფაზისში” მთ. ქორეოგრაფად და ფოთის ჯანო ბაგრატიონის სახელობის ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ლაზიკა”-ს სამხატვრო ხელმძღვანელად.
2014 წელს საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირმა დააჯილდოვა ქართული ქორეოგრაფიის ბრწყინვალების ორდენით.
ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი