ლევ ტროცკი (რუს. Лев Давидович Троцкий ; დ. 26 ოქტომბერი/7 ნოემბერი, 1879, იანოვკა, უკრაინა — გ. 21 აგვისტო, 1940, მეხიკო, მექსიკა), დაბ. ლევ დავიდოვიჩ ბრონშტეინი (Лев Давидович Бронштейн) — საბჭოთა მარქსისტი რევოლუციონერი და თეორეტიკოსი, პოლიტიკოსი, წითელი არმიის დამაარსებელი და პირველი ხელმძღვანელი.