უკან დაბრუნება
განცხადებები
ტექსელი
26-02-2022, 22:35
ნანახია: 297
გაუზიარე სტატია მეგობარს


ტექსელი (ნიდერლ. Texel) — უდიდესი კუნძული დასავლეთ ფრიზის კუნძულების ჯგუფში. ეკუთვნის ნიდერლანდებს (ჩრდილოეთი ჰოლანდიის პროვინცია). კუნძულზე ვრცელდება ამავე სახელწოდების ადგილობრივი თემი. ფართობი 463.28 კმ². 2007 წლის 1 იანვრის მონაცემების მიხედვით მოსახლეობა უდრის 13 617 ადამიანს. ზედაპირი ტალღოვანი ვაკეა; სიმაღლე 36 მ-მდე. განვითარებულია დიუნები და წარმოადგენს ბუნებრივ ბარიერს ჩრდილოეთის ზღვასა და ვადენზეეს შორის. ტერიტორიის დიდი ნაწილი ორნითოლოგიური ნაკრძალია. ეკონომიკის ძირითადი სფეროა სოფლის მეურნეობა. განვითარებულია მეცხვარეობა, მეყვავილეობა, მეთევზეობა. ეკონომიკის 70 % ტურზმზეა დაფუძნებული. არის მეთევზეთა პორტი. გარე სამყაროსთან კავშირი მყარდება აეროპორტის მეშვეობით ან ბორანით. ბორანისთვის განკუთნვილი პორტი მდებარეობს კუნძულის სამხრეთ ნაწილში. აღმოსავლეთ სანაპიროსთან არის იახტ-კლუბი. სულ არის 7 დასახლება. პლაჟები.


რესურსები ინტერნეტში

https://mematiane.ge - იაკიმე ჯანჯღავა
youtube.com - ქართველების აჯანყება კუნძულ ტექსელზე
youtube.com - „საიმედო ტური“ კუნძულ ტექსელზე
youtube.com - კუნძული ტექსელი
მხატვრული ფილმი - ჯვარცმული კუნძული
youtube.com - ჰოლანდია, ტექსელი. ქართველ მეომართა ძმათა სასაფლაო

სურათი
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი