უკან დაბრუნება
განცხადებები
ნუკრი მაისაია
26-02-2017, 13:58
ნანახია: 1062
გაუზიარე სტატია მეგობარს



ლევთერ ჭოჭუა

ნუკრი მაისაიანუკრი მაისაიას სახელის ხსენებაზე ბევრ ფოთელს, თვალწინ წარმოუდგება ვაჟკაცური შემართების ახალგაზრდა მეხანძრე, რომელმაც ხანძრით განადგურებისაგან მრავალი საცხოვრებელი სახლი და მატერიალური ფასეულობა გადაარჩინა.
ნუკრი მაისაიას ფოთის სახანძრო დაცვის სისტემაში მუშაობის ათეული წლების მანძილზე 130-ზე მეტი ხანძრების ქრობაში გამოუჩენია თავი. ხანძარზე მისის თავდადებული და გააზრებული მუშაობა აოცებდა გარშემო მყოფთ, ზოგჯერაც საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებითაც კი შებრძოლებია ხანძრის გაავებულ სტიქიას.
პოლიციის კაპიტანი ნუკრი მაისაია ოცეულის მეთაურია, ოცეული რომელსაც ის უდგას სათავეში მაღალი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა და საიმედოდ იცავს ქალაქის სახანძრო უსაფრთოებას.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსს ბატონ თენგიზ ხაზალიას ბევრჯერ უთქვამს; „როცა ნუკრი მაისაია ქვედანაყოფი ატარებს სამსახურს, მე ღამით მშვიდად მძინავსო“, რაც არ უნდა დიდი და რთული ხანძარი იყოს ნუკრი უკან არ იხევს, იგი უშიშრად შეუტევს ხოლმე აბობოქრებულ სტიქიას და ამარცხებს მას, ამიტომაცაა, რომ მასზე ხშირად ამბობენ, - ცეცხლზე ძლიერიაო.
ადგილობრივი და ზემდგომი ორგანოების მიერ, ხანძრების ქრობაში მიღწეული წარმატებისათვის ის დაჯილდოებულია, სიგელებით, I-ხარისხის დიპლომით ფულადი საჩუქრებითა და პრემიებით.
დიახ, არიან ასეთი ცნობილი ადამიანები ფოთის სახანძრო დაცვის სისტემაში.
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი