უკან დაბრუნება
განცხადებები
ჟინიში (ორთა)
4-10-2017, 23:46
ნანახია: 1460
გაუზიარე სტატია მეგობარს


  ეს სალოცავი ეძღვნებოდა  შინაურ და გარეულ ცხოველებს. „ორთა“ მხეცების გამგებელი „ჟინიში“ იყო. „გალენიში“ კი ტარდებოდა ბოსელში.  ოჯახის უფროსი შესთხოვდა მხეცთა მეფეს, დაეცვა მისი საქონელი უბედურებისაგან. ის ამბობდა „თუ მხეცმა მოინდომა ჩემი საქონლის  გატაცება, შეუბორკე   ფეხები,  შეუკარი  მას პირი“.   სხვათა შორის, არაერთხელ  მინახავს, როცა საქონელი ღამით არ  მივიდოდა ბორკავდნენ სკამს და ზემოთ მოყვანილ სიტყვებს ამბობდნენ.
  „ჟინიში“(ორთა) სრულდებოდა ტყეში. წირავდნენ მამალ ცხოველს,რომელსაც გაატყავებდნენ, ტყავს  ხეზე ჩამოკიდებდნენ, ხორცს კი შეწვავდნენ. ეს რიტუალი თითქოს მეხისაგან იცავდა საქონელს. სხვათა შორის, ხშირი შემთხვევა იყო, როცა  მეხი კლავდა ცხენებს ან მსხვილფეხა საქონელს. ძველი ხალხის აზრით ეს კარგის მომასწავებელი არ იყო პირუტყვის პატრონისათვის. პატრონი ვალდებული იყო დაემარხა ცხენი და სხვების თანდასწრებით ელოცა.
  სამურზაყანოში „ჟინის“ ლოცვა  ტარდებოდა კვირა დღეს. წელიწადში ერთხელ კლავდნენ თიკანს, ხოლო შემდგომ ორ წელიწადს  ასრულებდნენ ხოზოთი (კვერით).  ყოველივე  ამას, რასაკვირველია, თან ახლდა სანთელი და  სპეციალური ლახუტი (პატარა  ქვევრი).

გაზეთი „ილორი“  23 აგვისტო – 30 აგვისტო  2011წელი გვ.3
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი