უკან დაბრუნება
განცხადებები
ალანურობა
4-10-2017, 23:43
ნანახია: 1409
გაუზიარე სტატია მეგობარს



   ალანურობა ტარდებოდა ხობის რაიონის სოფელ ბიაში,  20 აგვისტოს, ჭანისწყლისა და მდინარე  ხობისწყლის შესართავთან.  ამგვარი დღესასწაული ტარდებოდა  აგრეთვე გალის რაიონის სოფელ ოქუმში, ჩხორთოლსა და რეფში. ეს სახალხო დღესასწაული ეძღვნებოდა ყველაზე ძლიერ  მამაკაცებს. ახლაც იტყვიან „ალანცალო სქი“-ს (ალანივით ბიჭიაო).  აქედანაა სახელი არამხუტუ,  ე.ი.  ძლიერზე-ძლიერი.
  სხვადასხვა სოფლების ალანები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, სადაც  გამოვლინდებოდა ძლიერზე-ძლიერი. ეს იქნებოდა ჭიდაობაში,  ცეკვა -თამაშსა  თუ ჯირითში.
  სოფელ რეფში ალანურობას  ხელმძღვანელობდა მღვდელი  ალექსანდრე რურუა. ლოცვის შემდეგ იმართებოდა ჯარალუა. ერთ-ერთ  ალანობაზე მღვდელს უთქვამს „ვინც დღეს  დაიმსახურებს  ალანობას, იმას ჩემს ქალიშვილს მივათხოვებო“. ასეთი ბედნიერება  კი თარასხან ტაბაღუას რგებია.
  ალანებს ეძახდნენ თათარ -ყაჩაღებს.
  ოსებს ალანების სადღერგრძელოდ  სპეციალური თასი ჰქონიათ. სასმისს ნუიზანი. ერქვა. ამგვარი სასმისით გამარჯვებულებს აჯილდოებდნენ და მხოლოდ ისინი სვამდნენ ამ თასიდან.  შეჯიბრში დამარცხებულნი კი შერცხვენილნი ისხდნენ და ემზადებოდნენ შემდეგი ბრძოლისათვის, რათა ეს სასმისი მიეღოთ. სასმისს აძლევდნენ იმასაც, ვინც სიმართლეს არ უღალატებდა.
  ალანები წარმოადგენდნენ სკვითთა შთამომავლობას, მათაც ასეთი სასმისი ჰქონდათ  შეჯიბრების დროს.
  გამარჯვებულთათვის ასეთი სასმისი ჰქონდათ ნაართებსაც, რომელსაც ნართლობას ეძახდნენ.

გაზეთი „ილორი“  23 აგვისტო – 30 აგვისტო  2011წელი

 გვ.3
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი