უკან დაბრუნება
განცხადებები
წაჩხურა
4-10-2017, 23:34
ნანახია: 1383
გაუზიარე სტატია მეგობარს


    ფუძის სალოცავს აფხაზეთში ეძახიან „წაჩხურას“. მას ასრულებდნენ სამეგრელოს სოფელ წაჩხურიდან გადმოსახლებული მეგრელები. ეს სალოცავიც ისეთნაირად ტარდებოდა, როგორც „საღვთო“, მხოლოდ იმ განსახვავებით, რომ „საღვთოს“  ლოცულობენ გოჭით კვირა დღეს, ხოლო ფუძის ლოცვა ტარდება  ორშაბათს მამლის დაკვლით.  ოჯახის უფროსი (მეოხვამე) თვითონ კლავს და წმენდს მამალს. მას კვერები. ხაჭაპურები და შემწვარი მამალი მიაქვს სალოცავ ქვევრთან, თან მიჰყავს ვაჟები, აჩოქებენ მათ ქვევრის ირგვლივ და ანთებული სანთლით გარს უვლის. მეოხვამე ღმერთს ევედრება მამაკაცების გამრავლებას, შთამომავლობისა და საძირკვლის არ მოშლას, გვარის გაგრძელებას. სალოცავი ქვევრის ღვინო იმ დღეს უნდა დალეულიყო. ქვევრი დიდი ზომის არ იყო, მას ლახუტს ეძახდნენ.  ძველად, როცა სახლს ყიდულობდნენ, ულოცავდნენ. საქონლის გაყიდვისას კი პატრონი თავის პირუტყვს თმას ამოგლეჯდა - ხელი არ გადაჰყვესო. ამიტომ, როცა ახალ სახლში შედიოდნენ, ლოცავდნენ საძირკველს, ფუძის ანგელოზს.
  საძირკვლისა და საღვთო სალოცავების გაგრძელება ან გაუქმება ისეთივე წესით ტარდებოდა, როგორც „სამიქაგარიო“

გაზეთი „ილორი“  23 აგვისტო – 30 აგვისტო  2011წელი გვ.3

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი