უკან დაბრუნება
განცხადებები
გასაოცარი ლექსიკური სიმდიდრე
9-05-2017, 15:30
ნანახია: 2061
გაუზიარე სტატია მეგობარს


გასაოცარი ლექსიკური სიმდიდრე სიტყვა "მოდის" მნიშვნელობას მეგრულ ენაზე აქვს 100 -ზე მეტი სხვადასხვა შესატყვისი. ე.ი. განისაზღვრება და გასაგებია იმის მიხედვით, თუ რანაირი ადამიანი მოდის ან როგორ მოდის. ასეთივე გასაოცარი ლექსიკური სიმდიდრე ვლინდება სხვა სიტყვების (ზმნების) ანალოგიური მნიშვნელობითაც.

მოურს (მურს) _ მოდის;მაწკანტანს _ სადღესასწაულოდ, სუფთად და კოხტად გამოწყობილი;მაწარკანს _ ტანადი, გამართული, აზიურში გამოწკიპული, ხალათზე ქამარმოჭერილი;მაწვაწვანს _ შეჭაღარავებული, ოქროსფერი, ცოტა შეთეთრებული წვერით;
მაწვარანს _ მოხუცი თოვლივით ქათქათა თეთრი წვერებით;
მაწკვარანს _ თვალები ეშმაკურად მოღუშული, ქუთუთოები შეშუპებული;
მაწკვაპანს _ მელიის წრიპინა ნიკაპით, დანის პირივით წაწვრილებული სახით;
მასვასვანს _ ტანადი, ჯენტლმენი, სასიამოვნოდ ჩაცმული, ელეგანტური;
მასარჩანს _ სოვლახანა, ზოზინით, გუნებაარეული;
მასქვაჭანს _ წარბებქვეშ მოკვესარე თვალები უღიმილებს, უბრწყინავს;
მასანგვანს _ პირქუში სახე, თითქოს თავი ქვისგანაა გამოკვეთილი;
მასვართანს _ მაღალი, არწივისებური კეხიანი ცხვირი;
მასარგანს _ მაღალი, უტალანტო, უძრავი სახით;
მოსაპანს _ მაღალი, თითქოს მესერი ჰქონდეს გადაყლაპული;
მასარღანს _ მაღალ ფეხებზე, გრძელი ნაბიჯით დაძაბული სვლა;
მასქანჩანს _ ჯიქური, მტკიცე ნაბიჯით;
მასაქანს _ ბოლოქანქარა ჩიტივით;
მაჯარღანს _ მაღალ ფეხებზე ყარამან-ყანთელის მოყვანილობის;
მაჯგვაჯგვანს _ გოლიათი, დაბურცული გულ-მკერდით;
მაჯარგანს _ ახმახი აღნაგობის, მძიმე ნაბიჯებით;
მაჯაქანს _ დიდ “დიფერიანი”, ფატვირთული, გულგრილი დამოკიდებულების;
მაჯღარკანს _ ბარბაცით, არეულ-დარეული სიარული, ქალამანივით გაჩხიკინებული;
მაჯგვაფანს _ ფართო სახის, მოჭარბებულ სასიცოცხლო ენერგიით, ქედმაღალი;
მაჯარჯანს _ მოდუნებული ტანი;
მაკვანწანს _ აკურატული წყნარი;
მაკაჭანს _ ფეხმოღუნული კაჭა;
მაკვანჭანს _ დაბალი თმახუჭუჭა, პატივმოყვარე;
მაკვაკვანს _ პაწია კორექტური კაცუნა, ბავშვზეც ითქმის;
მაკვაზანს _ დაბალი, ჩასხმული, საზრიანობის გამომმჟღავნები;
მაკვატანს _ იხვივით მოდის;
მაკატანს _ მუცელ და ნეკნებგამობურცული;
მაკვაპანს _ ცდილობს აღელვების დამალვას, წყნარი გამეტყველების მიღება სურს;
მარჯღამანს _ სიხარულით გასხივოსნებული სახე;
მარანტანს _ თხასავით ზერელედ იყურება;
მარცხამანს _ პრანჭია და ქედმაღალი, თეთრი ვიწრო, თვალგაშტერებით;
მარაჟანს _ წითური, აღგზნებული, გაღიზიანებული;
მარაყანს _ მაღალი, დასერიოზულებული სახე, პირქუში, თავმომწონე.
მარანგვანს _ მსხვილი თავით და გამობურცული შუბლით;
მარჭამანს _ ალმოდებული, ცეცხლოვანი თვალებით;
მარაკვანს _ უქუდო, წვრილთავიანი;
მარსამანს _ ხმაამოუღებელი, სუნთქვაშეკრული, შეურაცხად მდგომარეობაში.
მარაყვანს _ მოაბაკუნებს, ფრთხილობს, რაღაც საშინელებას ელის.
მაბაჩანს _ ბოჩოლა, შესაწირად გამზადებული;
მაბაჯგანს _ დიდი აღნაგობის, ფართოტერფიანი, დათვივით მოდის;
მაბარჯანს _ აუჩქარებლად, გულგრილი გამომეტყველებით;
მაბარჩხანს _ შეჟიჟღინებული მკვირცხლი მეტყველი თვალებით;
მაბაყყვანს _ ნერვებდაწყვეტილი, გამოთაყვანებული;
მაბადანს _ აბნეული, ბოთე.
მაბატანს _ კამეჩის ბატივით, ხმაამოუღებლად,უმისამართოდ.
მაბახვანს _ მოკლე კისერზე დაბჯენილი თავი,მრგვალი ტანისა და სახის.
მაბარდღანს _ დაჭმუჭნული, საცოდავი.
მაცაქვანს _ პატარა, სუსტი აღნაგობის.
მაცარქანს _ ბუნდოვნად მოაბიჯებს, დასუსტებული.
მაცაკანს _ წონასწორობა დაკარგული, მსუბუქი წონის.
მაცაცანს _ ცერებით მოდის, ვითომ ვიღაცას ეპარება.
მაცქვარანს _ ყურებდაცქვეტილი, გაოცებული მზერით, ნადირივით ფრთხილი.
მაცვარგანს _ ელამი
მაზამპანს _ ზანტი, ზარმაცი, დიდრონი ტანის.
მაზარგანს _ უღიმღამო ფიგურა, წელში ვერ იხრება.
მაზაკვანს _ კუდაბზიკა მზაკვარი, ეშმაკის თვალებით, ბოროტი ჭყეტა სათვალის ქვემოდან.
მაღვანკანს _ წელში მოხრილი, დაცოტავებული, გაძვალტყავებული.
მაღვანწკანს _ ჭიაყელასავით (სიტყვა “ღვენწი” _ ჭიაყელა).
მაღვაბანს _ თავადივით არაჩვეულებრივი, ჯიშიანი,მოვლილი კაცი.
მაღვაშქანს _ შავი, მზემოკიდებული.
მაღვაზანს _ ყელჩასუქებული, გამომწვევად შემკრ-თალი.
მაჟვარქანს _ უკოხტაო, დიდრონი ნომრის ტანისამოსით.
მაჟვარქანს _ უკოხტაო, დიდრონი ნომრის ტანისამოსით.
მაჟვაბანს _ გომბეშოსავით მოაბიჯებს (გომბეშო _“ჟვაბუ”).
მაჟვანტანს _ უსუსური, ბატის ბჟიტივით.
მაჩქვაფანს _ ცხვირჩარგული, კისერჩაძირული, პირფართე.
მაჩარხანს _ ზომაზე მეტი ფეხსაცმლით.
მაჩაჩანს _ აგდებულად ჩაცმული, მისთვის სულერთია.
მაჩარქანს _ მიფხარკალებს კოჭლივით.
მაჩაკანს _ მრისხანე, ცნობისმოყვარე, ყოყლოჩინა, ბრუხუნა.
მაჩვაგანს _ დაჯაბნული, რეტდასხმული, ბოროტული გამომტყველება.
მაჯვარანს _ ურემში შებმული ხარივით, ნელი, აუჩქარებელი ნაბიჯით.
მანჯგალანს _ მაღალი აღნაგობის, მხარბეჭიანი, წარმოსადეგი და ამაყი.
მანჯგვარანს _ ვეებაულვაშიანი, თავს ყოვლის-შემძლედ გრძნობს.
მანარქვანს _ კრიჭაშეკრული, მობუზღუნე.
მაძგვანტანს _ აბუზული წვრილი კაუჭა ცხვირით.
მაძღვაკანს _ ქუთუთოები შეშუპული, თვალის ოდნავ გამოღებით.
მაძვაძვანს _ დაბღენძილი, ჩამოძონძილი, თმაგაწეწილი.
მაძაგვანს _ დაბეჩავებული, გადრუნჩული.
მაძგვაბანს _ გაბადრული სახე.
მაძარგანს - უავტორიტეტო სახით.
მაძაღვანს - პატარა ტანის, არიეგარდულად, ბავშვივით.
მაჭვაჭვანს -  სახე ვარდისფერი.
მაჭკვაპანს - კბილებჩაცვენილი, ნაოჭებიანი, დაღალული სახე.
მანჭყვანტანს - ფერიჭამიებით დაწაწკნული სახე.
მაჭვატანს - იჭყიტება, კეთილი განწყობით.
მაჭყანჭყანს - წყლით სავსე ფეხსაცმლით, ჭყაპუნით.
მაყვაბანს -  ჩლუნგი გამომეტყველებით.
მაყაყანს - ტანმორჩილი და დაუდგრომელი, ბაყაყივით მოყიყინე.
მაყარჭანს -  გაძვალტყავებული, მამალივით გრძელი და დაძაგრავებული კისერი.
მაყარზანს -  გარეგნულად მოუხეშავი, მაღალი კისერი მსხვილი თვალებით.
მაყვაპანს - ტუჩები გაბუშტული, ავადმყოფური სახე, გაყვითლებული.
მაყვაყვანს - მოწყენილი, ფარხმალდაყრილი;
მაყვანგანს -  ავადმყოფივით უღონო, დაუძლურებული;
მაყვარანს - მოწყენილი, უხასიათო;
მაგვანჯანს - დაბალი, თავს იკოხტავებს, უშიშარი სვლა;
მაგაძანს - დაბალი, გოდორა, მჭიდროდ გაჭედილი, ტომარასავით;
მაგვაგვანს - ჯმუხი, მრგვალთავიანი და მრგვალთვალიანი;
მაგვაზანს - თავისი სიძლიერით გამტკბარი;
მაგანგანს -  როგორც სილუეტი, ქანდაკების მაგვარი;
მახახანს - ფეხმძიმე, მძიმე ბუშტივით გაბერილი;
მახაკანს - მოდის ხის ქოშებით, მოშლილი წისქვილივით არაკუნებს;
მახვაჭანს - შუბლზე მოჩრდილული, შეკრული და დაღრმავებული ხაზები;
მახვაჩანს - დინჯი, უწყინარი, ღიმილიანი სახე;
მალაგვანს - მთვრალივით ბარბაცობს, ხელები ჩამოცვენილი, უმწეო, ჩამოყრილი;
მალაქანს -  სატანჯველით დაღდასმული, პირდაღებული, მაღალი;
მალაჟვანს -  უღიმღამო, გათოშილი, პირიდან ჟვეჟვი მოდის;
მალარჯგვანს  - დიდრონი პირსახე, ნესტოები გაფართოებული, ტუჩები ჩამოვარდნილი;
მაქვაქვანს  - პატარა გოგონა ფოჩიანი კაბით;
მატვანტანს  - შეშინებული, დაუძლურებული, უწყინარი ნელი ნაბიჯით;
მატვარანს  - უქუდო, თავხოტორა;
მაქანცანს  - არაქათგამოლეული, ქიშმიშივით ჩამომხმარი;
მაშვატანს  - დასველებული _ უსუფთაო;
მაფართხანს  - მოფართხალებს, უკოხტაო, სახე ჩამოსტირის.
მახვანტანს  - მსხვილი და ფართო ცხვირიანი;
მათარკანს - ხელაფარებულ, წარბებშეჭმუხნულად გამოიყურება;
მაფაშკანს  - ხორბლისფერი მკერდი გამომწვევად გამოიმზირება;
მაფაყვანს  -  ავადმყოფი ქათამივით მოდის
მაშქვართანს - ლერწამივით მაღალი, მიმორხევთ მოდის.
მოჩოჩნს - გრძელი ტანსამოსით მიწას ხვეტავს (ბავშვი მოჩოჩავს).
მიწარწალ - ირონიის, ჯავრის გამომხატველი.
მისარსალ - მისრიალებს.
მიხვარხვალ - წყალივით მოდის.
მიცანცალ - ცახცხაით, კბილები უკაწკაწებს.
მოცოჸნს - ცალი ფეხით მოდის.
მიჩერჩელ - მიჩანცალობს.
მოფუშანს - ქოშინით მოდის, სუნთქვა უჭირს, რაღაც უსიამოვნება შეხვდა.
მოზულანს - ზუიილით, ტირილით მოდის.
მოღვარანს - ბღავილით მოდის.
მიგორგოთ - ახირებული.
მისერგელ - დამბლადადაცემულივით მოდის ფეხებს მოათრევს.
მიხვეზუ - ხეიბარი.
მაყვაჯანს - საზრდულის, თიაქარით ავადმყოთი, ტრიკიანი.
მოროკუნს - ხტუნაობით მოდის.
მოხოხუნს - ძლივს მოდის ხელების დახმარებით ბავშვივით მოხოხავს.
მოსოფუნს - თითქმის ჯაჭვი ეხლა აიწყვიტა.
მოზუმპუნს - მოურიდებლად ჩქარი ნაბიჯით, ყველას ეჯახება, არავის ხედავს.
მიხონკოლ -
მიკირტოლ - მოფამფალებული, მიფოფინებს.
მიფარფალ - მოფამფალბული, მიფოფინებს.
მიკანტალ - გონებრივად დაულაგებელი, ნიჭგანუვიტარებელი.
მიტანტალ - ხვლიკივით მიდის, წიწაკით გადაგლესილი ენა ლაქლაქა.
მიმარმალ - ჩქარი ნაბიჯით, თვალებს ვერ აჩერებს ერთ ადგილას.
მოზოჯნს - მობრძანდება.
ჟურნალი "აია" №8  2000წ. გვ.213-214
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი