უკან დაბრუნება
განცხადებები
საელიავო
24-08-2016, 07:56
ნანახია: 1462
გაუზიარე სტატია მეგობარს


იგორ კეკელია

საელიავო - სა(ე)იო//საელიავო პატარა სოფელია, რომელიც აბაშისა და ინჩხიას ხეობებში მდებარეობს. სოფელი ზეგანსა და გორაკ-ბორცვებზეა შეფენილი ( ზ.დ. 200მ.). დასავლეთით აბაშის ხეობა ესაზღვრება, სამხრეთით-ინჩხია და ქალაქი მარტვილი, აღმოსავლეთით - ქვაითის სერები(დობერა და დორგანე), ჩრდილოეთით - სოფელი ინჩხური.
ერთ-ერთი ვერსიით სოფლის სახელწოდება ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის არსებობას უკავშირდება, რომელიც ნაოხვამფერდის მაღალ გორაზე ყოფილა აღმართული (დეკანოზი გოჩა, 2002:4).
მეგრულში გეოგრაფიული ობიექტის კუთვნილება-დანიშნულების გამომხატველია სა-ო კონფიქსი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ლე-ე თავსართ-ბოლოსართის მორფოლოგიური ეკვივალენტია. მარტვილის რაიონში მსგავსი წარმოების ოთხი ოიკონიმია-საბერულავო, სანაჭყებიო, საელიავო და სალხინო. საგრძნობლად მეტია მსგავსი წარმოების მიკროოიკონიმთა რაოდენობა.
სა-ო კონფიქსი გვართა დასახლებასთან ერთად მსხვილი თუ წვრილი საფეოდალო ერთეულების სახელწოდებათა მაწარმოებლადაც გვევლინება. აღნიშნულ საკითხს თავის ნაშრომში სპეციალურად შეეხო პ. ცხადაია. წარმოადგინა საილუსტრაციო მასალაც (სამურზაყანო, სადადიანო, სააფაქიო//სააფაქიო ენწერი, სამანიჩო// სამანიჩო ქიანა, სადადიანო ეწერი, სალიპარტიანო) და დაასკვნა: „ყველა შემთხვევაში სა-ო პრეფიქს-სუფიქსით გამოხატულია დანიშნულებაცა და განკუთვნება-ვისობაც, ოღონდ მმართველისადმი, მაღალი წოდებისადმი, თავადობისადმი...“ (ცხადაია, 1985:157).
ამ კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ საელიავოს სახელწოდების წარმომავლობის საკითხი. გვარის მონაწილეობით წარმოქმნილი სახელწოდება დაერქვა არა ელიავების გვარით დასახლებულ უბანს (თუმცა არც ესაა გამორიცხული), არამედ ტერიტორიას, რასაც ფლობდა და განაგებდა მაღალი წოდების (ან თანამდებობის) მქონე პიროვნება. ცნობისათვის, ელიავები საეკლესიო აზნაურები იყვნენ (ბოროზდინი, 1934:257). მაშასადამე, საელიავო „ელიავასათვის განკუთვნილი ტერიტორია, მისი სამართავ-სამფლობელო“.
საელიავოს შეუნარჩუნებია -ავა დაბოლოების -ავ ნაწილი. თუმცა, ადგილობრივი არაოფიციალური ვარიანტია საელია (ცხადაია, 1985:160-161). скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი