უკან დაბრუნება
განცხადებები
ნამიკოლავო
24-08-2016, 07:50
ნანახია: 1289
გაუზიარე სტატია მეგობარს


იგორ კეკელია

ნამიკოლავო - ნამკოლუ სოფელია ტეხურის ხეობაში, ზ.დ. 240მ. მარტვილიდან 15 კმ.-ითაა დაშორებული. „გეოგრაფიულ სახელთა ორთოგრაფიულ ლექსიკონში“ შესულია ნამიკოლავოს ფორმით და იქვე მითითებულია, რომ ესაა ნამიკოლავო პირველისა და ნამიკოლავო მეორის გავრცელებული სახელწოდება. სოფლის ერთი ნაწილი საზიაროა თამაკონთან, ლედგებესთან, გურძემსა და კიწიასთან. გ. ელიავას მიერ ჩაწერილი გადმოცემა კომონიმს კოჲოს-პატარა დოქს უკავშირებს, ე.ი. „ნაკოჲ“ ადგილია, სადაც კოჲოები-პატარა დოქები მზადდებოდაო“ (ელიავა, 1977:136).
გურამ გრიგოლიას მოსაზრებით, ნამკოლუ ის ადგილია, სადაც უწინ ბალამწარა იდგა (გრიგოლია, 1964:109). კოლო, კოჲო ო. ქაჯაიას „მეგრულ-ქართულ ლექსიკონში“ განმარტებულია, როგორც „მწარე“. მოცემულია საილუსტრაციო მასალაც: „კოლო რენ დო ვე ეჭკომენია: ი. ყიფშ., გვ.70- მწარეა და არ შეიძლება შეიჭამოსო. ბული წვანც კოლო რენია: ხალხ. სიბრძ.,I, გვ.20-ბალი წვერზე მწარეაო...“ (ქაჯაია, 2002:155). კოლო ბული//ტყარი ბული ბოტან. ბალამწარაა (ქაჯაია, 2002:155), მაგრამ აქვს თუ არა კომონიმ „ნამკოლუს“ მეგრულ საზოგადო სახელთან - კოლოსთან რაიმე კავშირი, ძნელი სათქმელია, ვინაიდან კოლ- ფუძის წინ მ თანხმოვნის არსებობა გაუგებრობას იწვევს.
ჩვენ მიერ ჩაწერილი ხალხური გადმოცემით, სოფლის სახელწოდების უწინდელი ფორმა ნანკოლუ უნდა ყოფილიყო კო(ლ)ი იგივე ენტომ. კალიაა (შდრ.: ლაზ. კოლი//მკოლი - ჭრიჭინა): ნანკოლუ - ადგილი, სადაც კალიები ბინადრობდნენ. ინფ.: „ყანას კალია შესევია და შეუჭამია“. შდრ. ნანკოლჩ-რე-ოკვინორეღალის მარჯვენა შენაკადი სამურზაყანოში, გინძე ენწერში (ცხადაია, ჯოჯუა, 2003:109); სხვა გადმოცემით, სოფლის მოსახლეობა უძველესი დროიდან კერამიკულ წარმოებას მისდევდა. კოლოების, პატარა სურების შესაძენად შავიზღვისპირეთიდანაც კი მოდიოდნენ. კოლოს დამზადების ოსტატები ამ სოფელში ნიკოლავები-ნიკოიას გვარისკაცნი ყოფილან. სოფლის სახელწოდება ნაკოჲოც თითქოს აქედან მოდის (ელიავა, 1977:136).
კომონიმ „ნამკოლუს“ ნიკოლავას გვართან აკავშირებს ენათმეცნიერი პაატა ცხადაიაც. ნიკოლავა მცირერიცხოვანი გვარია (249 სული). ამ გვარისკაცნი ცხოვრობენ თბილისში, სენაკში, ფოთში, ნაქალაქევში, სეფიეთში, ფოცხოში, ჯოჲოსა და სხვაგან (შდრ. გვარები-ნიკოლაძე, ნიკოლაიშვილი, ნიკოლეიშვილი) (ცხადაია, 2000:118). ლენიკოლე უბანია მეორე მოხაშში, ციის მარცხენა მხარეს (სენაკის რ.).
მწერალი იონა მეუნარგია ოდიშის სამთავროში ჯვარის მაზრის სოფლებს შორის მიუთითებს სოფელს „ნამიკოლოუს“ სახელწოდებით (მეუნარგია, 1939:112). скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი