უკან დაბრუნება
განცხადებები
გოდოგანი
13-05-2020, 20:10
ნანახია: 1376
გაუზიარე სტატია მეგობარს


გოდოგანი - სოფელი კურზუს თემში, ლებერულეს გასწვრივ, შებესა და ოჩხომურს შუა, ზ.დ. 210 მ. 1904 წლის აღწერის მასალების მიხედვით, გოდოგანში მამულებს ფლობდნენ აზნაური ალშიბაიები (ადგ. ვარიანტი - ალიშბაია), გუგუნავები, დგებუაძეები (დგებიები), კეშელავები (ადგ. ვარიანტი - კეშილა) და ფიჩხაიები. სოფელში მთაზე შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეების ციხის ნაშთი.
მხარეთმცოდნე გ. ელიავას მიერ ჩაწერილი გადმოცემა სოფლის სახელწოდებას პირველმოსახლე გოდოს სახელს უკავშირებს, რომელიც ამ ტერიტორიის მფლობელი ყოფილა, ე.ი. გოდოშ განი „გოდოს კუთვნილი“ (ელიავა, 1977:144). ართ(ი) განი დიხა ნიშნავს „საკმაოდ ბევრ მიწას“. ო. ქაჯაია ართგანის განმარტებისას გვთავაზობს საილუსტრაციო მასალას ხალხური პოეზიიდან: მინი ქიანას უღურუ დო ართგან-ხვალე მუშიანც „ზოგი ქვეყანას უკვდავება და ზოგიერთი (ერთი წყება)-თავისიანს“ (ქაჯაია, 2009:36). ართგანიშე იმავე ლექსიკონში განმარტებულია როგორც „ერთი მხრიდან“ (ქაჯაია, 2009:36). განი მეგრულში იგივეა, რაც „გვერდი, გვერდითი (ნაწილი); ერთი წყება; მხარე“. შდრ. დოროგანი „დოროს განი, წილი, საკუთრება“ - ტყიანი გორა მიქეიაშ გას აღმოსავლეთ კალთაზე (აბედათი, წინაკვერკვე); პეტრეშ საგანო-მიკროუბანი ენგურის ნაპირას, რაც ეკუთვნოდა პეტრე ანჩიბაიას (მეორე ოტობაია). საგანო აქ აღნიშნავს „მხარეს, კუთხეს“ (ცხადაია, ჯოჯუა, 2003:140); შენგელიეფიშ საგანო//საშენგელიო-შენგელიების უბნები ენგურის მარჯვენა მხარეს, ზარწუფასა და თხინაშკარში (ცხადაია, ჯოჯუა, 2003:167). скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი