უკან დაბრუნება
განცხადებები
ეწერი
24-08-2016, 05:33
ნანახია: 1485
გაუზიარე სტატია მეგობარს


იგორ კეკელია

ეწერი - სოფელი ტეხურის მარჯვენა ნაპირზე, ტალერის თემში, ზ.დ. 310 მ .-ზე. მარტვილს 25 კმ_ითაა დაშორებული, ტალერის ცენტრს 3 კმ_ ით. ტალერს უწინ საერთოდ ეწერს, ენწერს ეძახდნენ და აკონკრეტებდნენ: ჟიმოლენ ეწერი (ზემო ეწერი) და თუდოლენ ეწერი (ქვემო ეწერი). 1872 წლის ცნობით სალიპარტიანოს საუფლისწულო მამული 16 სოფელს აერთიანებდა. მათ შორის დასახელებულია ეწერი (იხ.კოლხიდელი, ტფ. , 1926, გვ.36; ჯღარკავა, თსუ_ს შრომები, ტ 113, 1965,გვ.284; სოსელია, III, 1990, გვ. 89-90). 1904 წლის ,,აღწერიდან” ირკვევა, რომ სალხინოს თემის სოფ. ეწერში უცხოვრიათ აზნაურ რატიანებს.
ეწერი ნიადაგის ერთ-ერთი სახეობაა. ქართულ დიალექტებში ეწერ- სიტყვა სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება: აჭარაში ეწერა ეწოდება ,,გვიმრას”(იხ. ღლონტი, სიტყვის კონა, 1974).ეწერი გურიაში უნაყოფო მიწაა. გურიასა და იმერეთში ეწერს ეძახიან აგრეთვე დაბლობ ადგილს, რაც ბუჩქით, ისრითა და მისთანებითაა დაფარული. ი.ქავთარაძე ვარაუდობს, რომ ეწერი თავდაპირველად ,,წითელი მიწის” აღმნიშვნელი სიტყვა იყო(ქავთარაძე, იკე,XI, 1959,გვ. 386) და ა.შ. ,,ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის’’მიხედვით ეწერი იგივეა, რაც ,,მცირე ბუჩქი, მორჩილი ტყე, მცირე ჭალა”(ტ.III,1953), ხოლო ნ. ჩუბინაშვილის განმარტებით, მაღალი მთის ბალახია, რაც სახლების სახურავად იხმარება(ქართ.ლექს.,1961, გვ.72). ბუჩქნარით ან ისლით დაფარულ, მდინარისპირა დაბლობ ადგილს, ჭარბტენიან, წყლიან_ ჭენჭყიან მინდორს ან ტყეს, ნოტიო ადგილს, სადაც ჭილი იზრდება, სამეგრელოში ენწერს // ეწერს ეძახიან. Gგეოგრაფიულ ობიექტთა სახელწოდებად ბევრგანაა ჩაწერილი ენწერეფი, ენწერი, ე(ნ)წერი, ენწერბეგი, ენწერკუნთხუ, რგვალენწერი, ენწერგინძე, ენწერი მინდორი, ენწერფართო, ენწერფონი, ენწერნოონილი(ნოონილი ,,ნაყანევი”), ენწერყვანა, ენწერიში დოხორე, ენწერტყა, ნაშელუ _ ენწერი, ენწერიშ ღალი, ენწერიშ ჩაი, ენწერღალ, ენწერიშ ოხვამე//ენწერულოხვამე, ეწერი, ეწერია, ეწერჩაი//ეწეროჩაიე და ა.შ.
პ. ცხადაიას ენწერის რამდენიმე განმარტება ჩაუწერია: ,,ენწერი თიშენ ჯოხო, ნოშო ადგილი რე დო თუდო ლები უღუ” (პ. ჭოღა); ,,ენწერი უმოსო წყარი გიხვილუუნ ფერი ადგილი რე, ბალოტი რე, სქირაფა ოკო. ჭინი მაფუ ბრელი ნაკვათა”; ,,ენწერი საერთოდ წყლიან_ჭაობიანი მაღლობია”; ,,ეწეროვანი, მშრალნიადაგიანი ადგილებია, მიწა ,,მელჭვილია” და ამიტომაა ეწერი” (იხ. ცხადაია,IV,2008,გვ.135).
ჩვენთვის საინტერესო შემთხვევაში ეწერი აღნიშნავს ,, წყლიან მაღლობს, მწირ, მოუსავლიან, უნაყოფო მიწას”(იხ.კეკელია,ბჟალავა, ,,ქ.ო.”, IV,2010,გვ.118-119). скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი