უკან დაბრუნება
განცხადებები
დოშაყე
24-08-2016, 05:31
ნანახია: 1322
გაუზიარე სტატია მეგობარს


იგორ კეკელია

დოშაყე- სოფლების _ დოშაყის, ლეჟვანიესა და ლექობალიეს კრებსითი სახელწოდება და თემის ცენტრია. მდებარეობს ზ.დ. 320 მ., მდ. ცივის ზემოთში, მაჩხაპის, ზანის, ლახვაშიის, ოშქვეთისა და ლეფედერის ნაპირებზე. მარტვილს 28 კმ-ითაა დაშორებული. მხარეთმცოდნე გ.ელიავა მიუთითებს დოშაის ფორმით. მკვლევრის მიერ ჩაწერილი თქმულების მიხედვით, მტრის შემოსევითა და ჭირიანობით გავერანებულ სოფელში პირველად თოდუა ჩამოსახლებულა. უღრან ტყეში მისი მამალი ყიოდაო მხოლოდ _ დშაყიანდ ,,ტყეში ყიოდაო” (იხ. ელიავა, 1977, გვ. 141).
იონა მეუნარგია დავით დადიანის დროის ჯვარის მაზრაში (XIX ს. 40 – იანი წლები) ნოღასა და კიწიასთან ერთად ასახელებს სოფელს დოშაკის ფორმით (მეუნარგია, 1939, გვ.112.). 1872 წლის ცნობით დოშაყე სალიპარტიანოს შემადგენლობაშია (ჯღარკავა, 1965, გვ. 284; მისივე, 1970, გვ.241).
ოიკონიმის მოტივაცია გაბუნდოვანებულია.(,,დოშაყის)ეტიმოლოგიაზე მსჯელობა იხ.კეკელია,ბჟალავა,,,ქ.ო.”,IV,2010,გვ.116-117). სულხან-საბას ,,ქართულ ლექსიკონში” აღნიშნულია, რომ დოშაქი თათრული სიტყვაა, რომლის ქართული შესატყვისია შათქუნი (შატქუნი) და ტერი (იხ. სულხან-საბა, 1928, გვ. 101,390), ხოლო ტერი იგივეა რაც ,,ქვეშსაფენელი და საგებელი: ორხუა (ორხოვა),ძოლო, ფიჩვი, ხირაული,ტაბასტო, საბანი, შატქუნი, ნაბადი, თაქნაბადი,ქუნთი, კილიკი და მისთანანი” (იქვე, გვ. 332). მივმართოთ სხვა ლექსიკონსაც. პროფ. ალ. ღლონტის ლექსიკონის მიხედვით დოშაგ //დოშეგ-ი ინგილოურსა და ზემო აჭარულში ლეიბს, დოშაქს ეწოდება და თურქულ დოსეკ- იდან მომდინარეობს (ღლონტი, 1984, გვ. 211). იმავე ლექსიკონის მიხედვით დოშაღი, ხუნთი ლეჩხუმში იგივეა, რაც ,,ხუნდი, ბორკილი”. ცხენის რკინის ბორკილის აღმნიშვნელი სიტყვაა ქართლში დუშაყი (იხ. ღლონტი, გვ.211,215).
დუშაღი // დუშაყი პ. ჯაჯანიძის ,,გურული დიალექტის” სალექსიკონო მასალის მიხედვით პარმაღს გარშემოვლებული რეშოტკაა; მოცემულია სხვა მნიშვნელობებიც: ,,მოაჯირის ზედა ხეია, რომელზედაც რიკულებია მიჭედებული”. დუშაღი გურიის სოფელ ლიხაურში მოაჯირის მნიშვნელობითაც ჩაუწერია მკვლევარს: ,,დუშაღზე გეიარ_გამეიარს აი ვაჭარი” (იხ.ჯაჯანიძე, 1977,გვ.93).
დოშაკი ო.ქაჯაიას "მეგრულ-ქართულ ლექსიკონში” ახსნილია, როგორც ,,მრგვალი”, და მოცემულია საილუსტრაციო მასალაც: ,,დოშაკი ჯალეფი - მრგვალი, გაუთლელი ხეები” (ქაჯაია, I, 2001, გვ. 496).
საყურადღებოა ის გარემოება,რომ საერთო ტოპონიმიკურ სისტემაში –აყე დაბოლოებიანი ოიკონიმი ერთადერთია საქართველოში დოშაყის სახით (იხ. აფრიდონიძე, მაკალათია, II,1980,გვ. 79). ოიკონიმები _ლაყ, _ფაყ და _ძიყ დაბოლოებით ასევე თითო_თითოა. ესენია: ჩუმლაყი (სოფელი გურჯაანის რაიონში) (იქვე, გვ.197),ფაყი(სოფელი ლენტეხის რაიონში) და ძიყი (სოფელი ცხინვალის რეგიონში). შდრ. ,,ფაყე “//,,ფაყი” და ფაყი _ მიკროტოპონიმები მარტვილისა და ჩხოროწყუს რაიონებში(იხ. კეკელია, 2008, გვ. 60, 2009,გვ. 118 და იქვე მითითებული ლიტერატურა). скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი