უკან დაბრუნება
განცხადებები
გაჭედილი
24-08-2016, 05:29
ნანახია: 1157
გაუზიარე სტატია მეგობარს


იგორ კეკელია

გაჭედილი - სოფელი მარტვილი-დიდი ჭყონის საავტომობილო გზაზე, მარტვილიდან 5კმ დაშორებით მდებარეობს და ექვს სოფელს-პირველ ბალდას, მეორე ბალდას, მესამე ბალდას, სკურდს, პატარა თამაკონსა და საკუთრივ გაჭედილს აერთიანებს(ზ.დ240მ). ადგილობრივი არაოფიციალური ვარიანტია გოჭკადირი. გოჭკადუნს ზმნის წარსული დროის მიმღეობა გოჭკადირი, პ. ცხადაიას თქმით, მეგრულში აღნიშნავს ძელ-ფიცრის ხიდის გადებას ხევზე, ღელეზე, მდინარის ვიწრო კალაპოტზე(ცხადაია, ,,ქ.ო.”, IV, 2010, გვ.219).
XVII ს. მიწურულს ოდიშის მთავარს ბერძენი ოსტატებისთვის დაუვალებია ქვითკირის თაღიანი ხიდის აგება მდ.აბაშაზე, რათა ერთმანეთს დაკავშირებოდა სალიპარტიანო და საჭყონდიდლო. აღნიშნული ხიდი მოქმედებდა აბჰესის ახალი ხიდის აშენებამდე. მდინარეზე ხიდის გადების, გაჭედვის შემდეგ წარმოიქმნა ტოპონიმი გოჭკადირი(იხ. ელიავა, 1977, გვ.1977). უწინ ეს ადგილი მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტს წარმოადგენდა. გოჭკადირ-ინჩხურის საზღვართან, მოთენის მთისძირში, აბაშის ნაპირას გამართული იყო სავაჭრო, სადაც ადგილობრივ მკვიდრთ ჰქონიათ დუქანი, სამჭედლოები და ა.შ. ამ ადგილს ქა?აქს ,,ქალაქს” უწოდებდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც სავაჭრო მოიშალა, ნოქა?აქენი ,,ნაქალაქევი” დაერქვა.
ხიდებისა და ნახიდარების სახელებად სამეგრელოში ბევრგანაა ჩაწერილი ,,გოჭკადირი”. პ. ცხადაია ასახელებს ტოპონიმებს, სადაც ,,გოჭკადირი’’ ძელ-ფიცრის ხიდის მნიშვნელობით გამოუყენებიათ. ესენია: გოჭკადილი, გოჭკადილი//ოწყარიეშ გოჭკადილი, გოჭკადილი ინგϩრი, აბაშაგოჭკადირი, ნოღაგოჭკადი(რ)ი... (ცხადაია, ,,ქ.ო.”, IV, გვ. 219-220).
მიკროტოპონიმთა ამ ჩამონათვალს შეიძლება დაემატოს: გოჭკადილი//პაპაშ ოადეცე-სახნავი ნაყინუაღალის მარჯვენა ნაპირას, სახასიოში(ალერტკარის თემი, ზუგდიდის რ.);
ჩხოუშიაგოჭკადილი-ხიდი ჩხოუშიაზე(ინგირის თემი, ზუგდიდის რ.);
ძაღვაგოჭკადილი-ნახიდარი ჯუმის მარცხენა შენაკად ძაღვაზე. ძაღვა საკუთარი სახელია(ზუგდიდის რ.);
ჯუმ(ი)გოჭკადილი-ხიდი ჯუმზე (ოდიშის თემი, ზუგდიდის რ.);
გოჭკადილი-ხიდი ოქუმწყარზე(პირველი გუდავა, გალის რ.);
ნაცხაგოჭკადილი//მუხურნაცხაგოჭკადილი-ხიდი მდ. ხობისწყალზე(მუხური).
საქართველოს სსრ პირველი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ცნობარის(1930 წ.) თანახმად გაჭედილის სასოფლო საბჭო სენაკის მაზრის მარტვილის რაიონის შემადგენლობაშია და სამ სოფელს- ბალდას, სკურდსა და თამაკონს აერთიანებს. როგორც ჩანს, სოფლის სახელწოდება ,გაჭედილი” სწორედ ამ დროიდან უნდა დამკვიდრებულიყო.
ვინაიდან ერთფუძიანი მეგრული ტოპონიმების თარგმნა არ შეიძლება, აუცილებლად მიგვაჩნია სოფლისა და თემის ცენტრის სახელწოდებად აღდგენილ იქნას გოჭკადირი ფორმა.
მიკროტოპონიმი ,,გოჭკადირი” სამგანაა მითითებული ხიდის სახელწოდებად, გ. ელიავას მიერ: თეკლათის, მენჯისა და ლეძაძამის ,,სასოფლო საბჭოების” ტოპონიმთა ნუსხაში(1989, გვ.27, 40, 123). скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი