უკან დაბრუნება
განცხადებები
დიდი ჭყონი
24-08-2016, 05:26
ნანახია: 1544
გაუზიარე სტატია მეგობარს


დიდი ჭყონი - სოფელი მდებარეობს ტეხურისა და ჩხოუშიის ხეობებში, ზ. დ. 250 მ.-ზე. მარტვილს 15 კმ-ითაა დაშორებული, თემის ცენტრია და აერთიანებს სოფლებს _ ლედგებეს, ოჩეს, ჟინოთას და მეორე ნამიკოლავოს. სოფლის უწინდელი სახელი ჟინოთა ყოფილა, 1921 წელს კი დიდი ჭყონი შეურქმევიათ.
გამჭვირვალე, სახელურფუძიანი თხზული ოიკონიმია. ჭყონი მეგრულში მუხაა, ხოლო დიდი ზედსართავი სახელი მცენარის სიდიდეზე მიგვანიშნებს (შდრ. ჭყონდიდი ,,დიდი მუხა” მარტვილის ოდინდელი ისტორიული სახელწოდებაა). გ. ელიავას მიერ ინფორმანტ გიორგი გაგუასგან ჩაწერილი გადმოცემის მიხედვით, დიდი ჭყონში, ჩაის ფაბრიკისა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, უწინ მუხნარი ყოფილა, ხოლო ტყის ცენტრში, პატარა ტაფობზე მდგარი დიდი ჭყონი ,,დიდი მუხა” სალოცავად მიიჩნეოდა, სადაც ძველი სტილით 8 სექტემბერს გარკვეულ რიტუალს ასრულებდნენ (ელიავა, 1977, გვ. 132.).
მივმართოთ საილუსტრაციო მასალას სამეგრელოს ტოპონიმიიდან:
დიდი ჭყონი სახნავის სახელწოდებადაა მითითებული სენაკის რაიონის ახალსოფლის თემში და მოცემულია შემდეგი განმარტება: ,,აქ დიდი მუხა მდგარა, უძველესი საოხვამურო ყოფილა, მისი მიდამოების საყანე მასივები ჭყოინდრის მამული ყოფილა” (ელიავა,1989, გვ. 25 );
დიდჭყონი სასაფლაოს სახელწოდებაა ოფაჩხაფუში, ჩხვინჩხვამღალის მარცხენა მხარეს (ზუგდიდის რ.); დიდი ჭყონს უწოდებდნენ ძველ მუხას, რაც იდგა დიდი ნეძიდან ორულუსკენ მიმავალ გზაზე;
დიდჭყონჯინჯი ,,დიდი მუხის ძირი” სალოცავი და საჯარიანო, თავშესაყრელი ადგილი ყოფილა უშაფათში (ელიავა, 1989, გვ. 103).
დიდჭყონი ყორათწყარის შენაკადია ხობის რაიონის ახალსოფლის თემში;
დუდგიმე დიდჭყონი // გინოტახილი დიდჭყონი ერქვა მუხის ხიდს დიდჭყონზე (ახალსოფლის თემი)(,,დიდი ჭყონის” ეტიმოლოგიის შესახებ იხ. კეკელია, ბჟალავა,,,ქ.ო.”,IV,2010,გვ. 114-115). скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი