უკან დაბრუნება
განცხადებები
დღვანა
24-08-2016, 05:24
ნანახია: 1167
გაუზიარე სტატია მეგობარს


იგორ კეკელია

დღვანა- კურზუს თემში შემავალი პატარა სოფელია. მდებარეობს ოჩხომურის მარცხენა შენაკადის- ჭოღის ზემოთში, ზ.დ. 350 მ-ზე. მარტვილს 27 კმ-ითაა დაშორებული, ხოლო კურზუს-4კმ-ით. უწინ მომიჯნავე სოფლის- გოდოგნის შემადგენლობაში ყოფილა. გ. ელიავას განმარტებით ,,მიუდგომელ, მიუვალ ადგილს “ ნიშნავს (ელიავა, 1977, გვ. 149). შესაძლოა სახელდების ობიექტი წყლის ცნების აღმნიშვნელ ლექსიკურ ერთეულთან იყოს დაკავშირებული (იხ. კეკელია,ბჟალავა,,,ქ.ო.”,IV,2010,გვ.118).დღვაბა სამეგრელოში ,,დაგუბული წყალია” (იხ. ფიფია, 1999, გვ. 18). ფსკერტალახიანი ტბორის, თხელი და ღრმა ტალახის, ტალახიანი გუბის, წუმპეს მნიშვნელობით სამეგრელოში გამოიყენება აგრეთვე დღვებუ, დღობო, ჟღება, ჟღები, ჟღვაბუ, ჟღებო…... მივმართოთ საილუსტრაციო მასალას სამეგრელოს ტოპონიმიიდან: დღვებუ _ 1. გუბე ლესიჭინეში, ზანის ნამდინარევ კალაპოტზე; 2. შლამიან -ტალახიანი გუბე ზუმში, სქურჩის ნაპირას: 3. გუბე ლეწურწუმეში, ხობისწყლის ნამდინარევ ადგილას; 4. გუბე ლეჯიქეში (ქვედა ჩხოროწყუს თემი); 5. გუბეები ლეგახარესა (მუხურის თემი) და საკაკულიოში (ახუთის თემი); 6. ტლაპო ხობისწყლის ჭალაში (სოფ. ზუბი); დღვებუ//პორფილეშ დღვებუ _ ჭალა ოჩხომურში, ოჩხომურის მარჯვენა ნაპირას (ჩხოროწყუს რ.); დღვებუში _ 1. მორევი ხობისწყალზე (ზუმის თემი); 2. გორა _ საძოვრები ხობისწყლის ხეობაში, გვალაშარისა და ნოხუერის წყალგამყოფ სერზე (პარალელური სახელწოდებაა დღობუში); ჟღება _ ლენჭყი აბაშის მარცხენა ნაპირზე, ორქაში (ვედიდკარის თემი, მარტვილის რ.); ჟღები _ ჭეჭყობი პირველ ნამიკოლავოსა და პირველ ჭოღაში; ჟღებო(ნი) _ ჭყანტი და სახნავი ზემო ნაგვაზავოში (მარტვილის რ.); ჟღვაბუ _ ლენჭყი ეურიდიეში, ღეეს ნაპირებზე (ვედიდკარის თემი); ჟღვაბუონა // ჟღვაბუ _ ლენჭყი და საჩაიე ღაიჩის მარცხენა ნაპირას, ონოღიაში (მარტვილის რ.); დღობო // დღობოღალ _ ნაოსქალღალის შენაკადი მეორე ოტობაიასა და ნაჭკადუში (გალის რ.); დღვაბა _ სადაღალის მარჯვენა შენაკადი (შუა და ზემო ქვალონი); თორსა _ დღვაბა _ სოფელი და თემის ცენტრი ხობის რაიონში. Aაქ მიედინება მდინარე დღვაბა// დღვაბაღალ...(იხ.კეკელია,ბჟალავა, ,,ქ.ო.”, IV,2010, გვ.117-118). XIX ს. დამდეგს დღვანაში უცხოვრიათ აზნაურ ალშიბაიებს, კეშელავებს, ნაჭყებიებს, რატიანებსა და ფიჩხაიებს. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი