უკან დაბრუნება
განცხადებები
ალერტი
24-08-2016, 05:22
ნანახია: 1327
გაუზიარე სტატია მეგობარს


იგორ კეკელია

ალერტი - სოფელი კიწიის თემში. მარტვილიდან 22 კმ - ითაა და ზ.დ. 220 მ.-ზე მდებარეობს. იოსებ ყიფშიძე აღნიშნავდა რომ ალერტი ალავერდის შემცირებული ფორმა უნდა იყოს: ”ალავერდი, ალერტი სოფლის სახელწოდებაა სენაკის მაზრაში”, - წერს იგი.
ეთნოლოგი დავით ჭითანავა ,,ალერტს” მნათობ ღვთაებად მოიაზრებს და დასაშვებად მიაჩნია მისი დაკავშირება ცის ღმერთ ,,ჟინი ანთართან’’ ანუ ,,ა?თართან”. ერტი ანუ ეტლი ცის შიგნით მოქცეული რომელიღაც პლანეტა ანუ ვარსკვლავი(მნათობი) უნდა ყოფილიყო, რაც ქართველთა წინაპრების თაყვანისცემის ობიექტს წარმოადგენდა განვითარების გარკვეულ საფეხურზე. მკვლევარი დაასკვნის, რომ ალ-ერტი იგივეა, რაც ,,კაშკაშა, მანათობელი ვარსკვლავი”, სადაც ალ- თავსართი დამოუკიდებელ სიტყვად და მეგრული ალϩ და ქართული ალი-ს იდენტურად ესახება. ამდენად, დ.ჭითანავას ვარაუდით ალϨ ,,ცეცხლის მნათი ნაწილის, ცეცხლიდან ანადენის-სიკაშკაშის” აღმნიშვნელი უნდა იყოს(ჭითანავა, 2001,გვ.116).
ალ- სიტყვა ეტლის, პლანეტის-ვარსკვლავის სიკაშკაშის განმსაზღვრელია; მაშასადამე, თეონიმი ალ-ერტი უფსკრულ-ბნელეთის, ქვესკნელის ღმერთია, რომელიც განაგებს ღამის სიბნელეს და კაშკაშა, მანათობელი ვარსკვლავების დახმარებით ადვილად ამარცხებს ბოროტ, დემონურ ძალებს( ჭითანავა, იქვე, გვ.117).
დ. ჭითანავას მიერ მოძიებული საველე-ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით, ძმებად მიჩნეულ ყულის, ილორის, ალერტისა და უგურყელის ხატ-სალოცავებს შორის ილორი და ყული უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ალერტის ხატ-სალოცავი, რაზეც ის გარემოებაც მიანიშნებს, რომ ეს უკანასკნელი ,,ყულის ალერტად” და ,,ილორის ალერტად” იწოდებოდა(ჭითანავა, 2001,გვ.119).
პატივცემული მკვლევრის მოცემული დასკვნა დაზუსტებას საჭიროებს, იმდენად, რამდენადაც ზუგდიდის მუზეუმში დაცული 1871 წლის ,,სამაიორატო მამულის” აღწერის მასალების მიხედვით, სენაკის მაზრაში ნოღელი დადიანების საუფლისწულო სოფლად, ნოღასთან, კურზუსთან, ლეგოგიესთან და ნაფიჩხოუსთან ერთად მითითებულია ალერტის ილორი(და არა: ილორის ალერტი)(იხ. ჯღარკავა, ,,მაცნე”, 1970, #6,გვ.79; მისივე, 1970,გვ. 233).
ამდენად, ალერტი წარმართობისდროინდელი სალოცავი ყოფილა. მისი სახით თაყვანს სცემდნენ მნათობ ღვთაებას და მითრასთან, როგორც სინათლის ღვთაებასთან, მისი გაიგივება შესაძლებელია, ვინაიდან მითრა ,,ამ ციურ ეტლთა ანუ მზის, მთვარისა და ვარსკვლავების დახმარებით ბოროტ ძალებს ებრძვის’’(ჭითანავა, იქვე,გვ.119).
ალერტის ხატ- სალოცავები სამეგრელოში სხვაგანაც იყო: ალერტკარი (გრიგოლიში) სოფელი და სოფლის თემია ყულიწყარის ხეობაში, სადაც დგას ალერტის წმ. გიორგის ეკლესია(ზუგდიდის რ.)
ალერტის მნათეები გვარად ანთელავები იყვნენ, რადგან გადმოცემა ალერტის ხატის აფხაზეთიდან ჩამოტანას ამ გვარს მიაწერს. ალერტობა სცოდნიათ ჩხოროწყუს რაიონის სოფლებში- ზუმსა და თაიაში(კვირტია, 2001, გვ.132).
ვ.ბერიძე მიუთითებს საღვთო სალოცავს ალორტობის ფორმით, ხოლო ო.ქაჯაია აღნიშნავს, რომ ალიორტობა იგივეა, რაც ალერტობა(IV, 2009, გვ.33).
ალერტობა სცოდნიათ სოფ. ლეგახარეში (მუხურის თემი), სოფლის სამხრეთით, ბორცვზე მდგარ ეკლესიაში, რისი ნანგრევებიცაა შემორჩენილი. მ.კვირტია ალერტის ხატს მიუთითებს სენაკის რაიონის სოფ.ფოცხოში (2001,გვ.132). ვფიქრობთ, რომ ეს იგივე მარტვილის რაიონის სოფ.ალერტია,რაც ფოცხოს საზღვარზე მდებარეობს. ალერტხარჩილე ეწოდება აგრეთვე ბორცვს ქ.წალენჯიხაში(იხ. ცხადაია, I, 2004,გვ.14). скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი