უკან დაბრუნება
განცხადებები
დობერაზენი
24-08-2016, 05:19
ნანახია: 1216
გაუზიარე სტატია მეგობარს


იგორ კეკელია

დობერაზენი - კურზუს თემში შემავალი სოფელია, რაც ოღეჯისა და წელამის მთებს შუა, ტეხურის ხეობაში, ზ.დ. 360მ.-ზე მდებარეობს და მარტვილის 29 კმ-ითაა დაშორებული. დობერაზენი ორი სიტყვის შეერთებითაა მიღებული. დობერა // დობერო მეგრულში ,,ნათელტყიანს” ნიშნავს, რზენი კი _ ვაკეს, გაშლილ მინდორს(იხ.კეკელია,ბჟალავა, ,,ქ.ო”.,IV,2010,გვ.115).
დანიელ ფიფიას განმარტებით დობერა იგივე ბარია (1999, გვ. 17). დობილო ვაზიანი ხეებით გაშენებული ადგილია გურიაში, ხოლო დობირო, დობირაი ვაკე ადგილია, სადაც ხეებია აშვებული ( იხ. ღლონტი, 1984, გვ. 209).
დობერა, დობერაუჩა(შავი დობერა), დობერანოხორი(ნასახლარი დობერა), დობირა, დობირო, დობერობა გეოგრაფიულ ობიექტთა სახელწოდებად სამეგრელოში ბევრგანაა ჩაწერილი. დობერარუმე გ. ელიავას ჩაუწერია ,,ინჩხურის სასოფლო საბჭოში”, რაც მისივე განმარტებით ,, ბნელ, გაუვალ, ტყიან ადგილს” ნიშნავს (1977, გვ. 116).
,,აბაშისა და გეგეჭკორის რაიონების ტოპონიმიკაში” დობერაზენი კიდევ ორგანაა მითითებული ადგილთა სახელწოდებად_ ,,ხუნწის სასოფლო საბჭოსა” და სამეგრელოს ჩრდილო _ აღმოსავლეთი ნაწილის ტყისა და საძოვრების ზონაში(ელიავა, 1977, გვ. 110,180).
ოიკონიმი დობერაზენი შეიძლება განიმარტოს, როგორც ,,ტყიანი ველი; მდინარისპირა, მთის ძირში მდებარე ნათელი ტყე ან სახნავ – სათესი”.(იხ.კეკელია,ბჟალავა, ,,ქ.ო.,”IV,2010,გვ.115-116). скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი