უკან დაბრუნება
განცხადებები
გურძემი
24-08-2016, 05:17
ნანახია: 1277
გაუზიარე სტატია მეგობარს


იგორ კეკელია

გურძემი- თემის ცენტრი სამ სოფელს-პირველ გურძემს, მეორე გურძემსა და ნახურცილავოს აერთიანებს. ზ. დ. 250 მ. სიმაღლეზეა. პირველი გურძემი მარტვილს-28 კმ-ითაა დაშორებული. სოფელი ტეხურის მარჯვ. მხარეს, მდ.გურძემიის ორივე ნაპირზე მდებარეობს. კომონიმის ეტიმონი და მოტივაცია გაბუნდოვანებულია. გ. ელიავას განმარტებით გურძემი იგივეა, რაც ,,გაშლილი ადგილი, ფართო მოედანი”, ე.ი. გური რძენი//გური რზენი ,,გული ველობი’’(იხ. ელიავა, 1977, გვ. 157). აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გური ,,გული’’, როგორც ოროგრაფიული ნომენი, დადასტურებულია სამეგრელოს ტოპონიმიაში სახელდებული ობიექტის ცენტრის, შუა ადგილის აღსანიშნავად. ,,მეგრულ-ქართული ,,ლექსიკონის” მიხედვით გურის ერთ-ერთი მნიშვნელობაა ,,რისამე ყველაზე ღრმა ან ცენტრალური ნაწილი~(იხ. ქაჯაია, II, 2001, გვ. 413). პ. ცხადაიას დამოწმებული აქვს საილუსტრაციო მასალაც: გურლეწურწუმე-სოფ. ლეწურწუმის ცენტრალური ნაწილისა, და გურხუდონი-ნასოფლარ ხუდონის ცენტრის სახელწოდება (იხ. ცხადაია, ქო, 2007, III, გვ. 204); ტერიტორიას ილორის მონასტრის ირგვლივ, ილორის ცენტრს ილორგური ჰქვია(ოჩამჩირის რ.).გურნოხორიი ,,გულნასახლარი” ადგილის სახელწოდებად მითითებულია გაჭედილის თემში (იხ. ელიავა, 1977, გვ.127). ხალხური ეტიმოლოგია: 1. ,,სავენახე ადგილია.გურძემი იგივე კურძენია’’; ე. ი. ყურზენი-ყურძენი (დეზაფრიკატიზაციის გზით)__კურძენი—გურძენი__გურძემი. გϩრძე მეგრულში იგივეა, რაც ,,გრძელი’’; ელაგირძე ,,ცოტათი წაგრძელებულს’’ აღნიშნავს და ხშირად გვხვდება სამეგრელოში გეოგრაფიულ ობიექტთა სახელწოდებად. ალა-, ელა-, ოლა- ზმნისწინები მეგრულში აღნიშნავენ წაგრძელებულ, ცოტათი გრძელ ადგილს ნებისმიერი სიგრძივი ობიექტის გაყოლებაზე, მთის ან ფერდობის ძირში. სავარაუდოდ, გϩრძემი, გϩრძენი ოროგრაფიული ოიკონიმია და უნდა აღნიშნავდეს ,,წაგრძელებულს, მოგრძოს’’. შდრ.: გϩრძებული__მთა-საძოვარი ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ხობისწყლის ხეობაში(ჩხოროწყუს რ.); გϩრძელია ტობა ,,წაგრძელებული მორევი’’-მორევი ოჩხომურზე, კაბეტტობასთან (ნაფიჩხოვო); Áაგირძიმეი//ლაგϩრძϩმელა//ლაგირძიმეა-ღელე ვახა-სალხინოს სატყეოში, გიარზენასთან(მარტვილის რ.) და ა.შ. თერჯოლის რაიონის სოფ. ჯგილათში(თუზის თემი)წყაროს ,,გურძიმის წყარო’’ ჰქვია...
ოდიშ-ლეჩხუმის დავით დადიანისეული დაყოფით ჯვარის მაზრაში შედიოდა სოფელი გურძემი.1872 წლის ,,აღწერის” მასალების მიხედვით სალიპარტიანოს შემადგენლობაშია(ზსიემ, მთავრის ფონდი#3365/276). 1904 წლის აღწერის მასალებით გურძემში მამულებს ფლობდნენ აზნაური ბოკუჩავები და ახვლედიანები. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი