უკან დაბრუნება
განცხადებები
აბედათი
21-05-2020, 19:20
ნანახია: 1644
გაუზიარე სტატია მეგობარს


აბედათი - სოფელი და თემის ცენტრი აბაშისა და ტარჩენის ხეობებში, ვაკესა და ბჟერის მთისკალთებზე. სოფელი მოხსენიებულია ნ. დადიანის ნაშრომში, რითაც ირკვევა, რომ იმერეთის მეფის-სოლომონ მეორის წინააღმდეგ ბრძოლაში გრიგოლ კაციას ძე დადიანის დახმარების მიზნით აფხაზეთიდან ლაშქრით წამოსული ქელაიშ-აჰმედ-ბეგ შარვაშიძე ,,მოვიდა და დაებანაკა აბედათს’’(იხ. დადიანი, 1962, გვ.192). ბჟერის მთაზე შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრის ნაშთი. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ბიზანტიელი ისტორიკოსის- აგათია სქოლასტიკოსის (ახ.წ.VI ს.) მიერ მოხსენიებული ონოგურისის ციხე დღევანდელი აბედათია (ბჟერის მთის უწინდელი სახელწოდების-უნაგირას მიხედვით. უნაგურისი_უნაგირა(სი) (იხ.ზაქარაია, III, 1993, გვ. 52).ოდიშ-ლეჩხუმის დავით დადიანისეული პირველი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის(1831წ.) მიხედვით აბედათი მარტვილის მაზრაში შემავალი სოფელია(იხ. მეუნარგია, 1939, გვ. 113). XX ს. დასაწყისში აბედათში უცხოვრიათ აზნაურ ჯინორიძეებს. აქვე ჰქონიათ მამულები თავად მიქელაძეებს.
სოფლის სახელწოდების შესახებ რამდენიმე განმარტებაა ცნობილი. ხალხური ეტიმოლოგია: ,,ამ სოფელში ბანძელები ჩეხავდნენ ტყეს, რასაც კვესით და აბედით წვავდნენ და დარჩენილ ნახშირს ჩელტიანი ურმებით სამჭედლოებისათვის ეზიდებოდნენ. ამიტომ სოფელს აბედითი, აბედათი უწოდესო’’; სხვა განმარტებით-აბეშ დიდ(ი) თი ,,აბეს დიდი ოჯახის სამოსახლო, მისი ,,მახორობა”;მხარეთმცოდნე გ.ელიავას მოსაზრებით, სოფლის სახელწოდება მომდინარეობს აბუდაშ თი-დან, რაც აბუდას(პიროვნების სახელია) საცხოვრისს ნიშნავს(იხ. ელიავა, სამეცნ. სესია, VII, 1966, გვ. 42).
სავარაუდოა (გ)აბედათი ,,გაბედა(ვა)ს ოჯახი, შთამომავლობა; გაბედას საცხოვრისი’’ (იხ. კეკელია, ,,მარტვილი”,4. 10, 2000, გვ.2;მისსივე, ,,მახარია, #8, 2001,გვ.16; მისივე,2008,გვ.8; მისივე, იეძ, XI, 2009, გვ. 416-417). თი(ი) მეგრულში ოჯახს, სამოსახლოს ნიშნავს(იხ. ფიფია, 1999, გვ.21). აბედათში ჩაწერილია მსგავსი წარმოების მიკროტოპონიმები: იზდორეთი-დასახლება ლემიქავეში, ქვაღრის მარჯვენა ნაპირას,სერზე. იქვეა იზდორეთიშ ნაოხვამუ//მისარონიშ ოხვამე-ნაეკლესიარი იზდორეთში, სადაც მდგარა წმ. გიორგის ხის ეკლესია; მარსიეთი//მასიეთი-სერი იზდორეთის სამხრეთით, შაფესა და ქვაღრას წყალგამყოფი; ჩაფათი-ტყიანი ხეობა ლემიქავეში; ხუკათი-ტყებუჩქნარიანი ფერდობი ქვაღრის სათავესთან, ღურჯუმის აღმოსავლეთით (იხ.კეკელია, ,,მახარია”,#8,2001,გვ.16; მისსივე, იეძ, XI, 2009, გვ.422,423,428)...
გამორიცხული არაა, აბედაც პირსახელი ყოფილიყო. მაშასადამე, აბედათი ,,აბედას ოჯახი, შთამომავლობა; აბედას მოდგმის საცხოვრისი”.… скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი