უკან დაბრუნება
განცხადებები
ბანძა
21-05-2020, 19:20
ნანახია: 1597
გაუზიარე სტატია მეგობარს


იგორ კეკელია

ბანძა- სოფელი და თემის ცენტრი აბაშის მარცხენა ნაპირზე, ზ.დ 90 მ -ზე. მარტვილს 12 კმ-ითაა დაშორებული. სოფლის სახელწოდების შესახებ რამდენიმე განმარტება არსებობს:
”ბანძას ადგილობრივი მოხუცები განმარტავენ ბანი ძგა - დ (ძგა მეგრულად კიდეს ნიშნავს.) ” (იხ. გ.ელიავა 1969);
სამეგრელოს მთავარს აქ უამრავი ხალხი უნახავს და გაკვირვებია - მუ ხალხი დინობანძუენია თაქ - ” რა ხალხი ყოფილა (ირევაო) აქ”.
”უხსოვარი დროიდან ამ სოფელში იმართებოდა დღეობა. იცოდნენ ”ჯარობა” - თავშეყრა, გართობა, რიკტაფელას თამაში. ერთხელ მომღერალი ბიჭი, რომელიც ჩონგურზე უკრავდა და ტკბილად ღიღინებდა, იქვე, ხალხის წრეში მდგარ გოგონასთან მისულა და უნიშნებია, რომ მასთან ერთად ემღერა. გოგონა დამორცხვებულა და სიმღერაზე უარი განუცხადებია. მაშინ გაკვირვებულ ბიჭს უთქვამს მისთვის - ბანი ძღა (ბანი, გოგოვ !), ესე იგი ჩემთან ერთად იმღერეო. ამის შემდეგ თითქოს სოფელს ბანძა დარქმევია.”
ბანძა მეგრული წარმომავლობის სიტყვაა და ნიშნავს გზაგასაყარს, გზაშესაყარს. ო, ქაჯაიას ”მეგრულ-ქართულ ლექსიკონში” ”ბანძღუა” ასეა განმარტებული: ბღლარძუნი; არევა, ხლართვა. უარესო ბანძღუნს - უარესად ხლართავს (ბურდავს)... შარას გილებანძღუ - გზაზე ბღლარძუნობს; ძაფის ნიბანძუნქ! ”ძაფს ნუ ხლართავ !”. ამდენად, ბანძა , ბანძიი ნიშნავს ”განშტოებულ, სხვადასხვა მხარეს მიმავალ გზას (გობანძიი - განასკვული, დახლართული, არეულ-დარეული, გამოყოფილი ყოველი მხრიდან; ბანძა - ”ნასკვი; გზაჯვარედინი; გზაშესაყარი; გზაგასაყარი”); და მართლაც, ბანძა ძველი კოლხეთის ცენტრალურ, ახლანდელი სამეგრელოს აღმოსავლეთ ნაწილში, აბაშის ხეობის გაშლილ ველზე მდებარე სოფელია. ბანძას მეტად ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ეკავა. იგი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი არქეოპოლის-ციხეგოჯიდან (ეგრისის სამეფოს დედაქალაქი) ლეჩხუმისაკენ, პეტრა-ციხისძირიდან ჭყონდიდისაკენ (მარტვილი) მიმავალ გზებზე.
სოფლის სახელწოდების განსხვავებული ეტიმოლოგიის ძიების შემთხვევაში ყურადსაღებია - ეძა, - ნძა, - რძა დაბოლოებიან ტოპონიმებზე (ბრეძა, ბანძა, ასპინძა, ბლორძა, წყორძა) დაკვირვებაც.
სოფელი წერილობით წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1639-1640 წლებში, ოდიშის სამთავროში რუსეთის ელჩების აღწერილობაში. ბანძაში შემორჩენილია V საუკუნის აბანოსა და ოთხაფსიდიანი ეკლესიის, X საუკუნის რვააფსიდიანი ტაძრისა და გვიანი შუა საუკუნეების ციხე-დარბაზის ნანგრევები; აგრეთვე ებრაელთა სინაგოგა. (1914 წ.) скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი