უკან დაბრუნება
განცხადებები
გოდოგანი
24-08-2016, 05:10
ნანახია: 1245
გაუზიარე სტატია მეგობარს


იგორ კეკელია

გოდოგანი - სოფელი კურზუს თემში, ლებერულეს გასწვრივ, შებესა და ოჩხომურს შუა, ზ.დ. 210 მ. რუსეთის იმპერიის მიერ 1886 წელს განხორციელებული საკომლო აღწერის მიხედვით სოფ.გოდოგანი სენაკის მაზრის მარტვილის უბანში,ნაფიჩხოუს სასოფლო თემში შედის, 91 კომლითა და 599 სულით. 1904 წლის აღწერის მასალების მიხედვით, გოდოგანში მამულებს ფლობდნენ აზნაური ალშიბაიები (ადგ. ვარიანტი ალიშბაია), გუგუნავები, დგებუაძეები (დგებიები), კეშელავები (ადგ. ვარიანტი კეშილა) და ფიჩხაიები. სოფელში, მთაზე, შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეების ციხისა და წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევები.
მხარეთმცოდნე გ. ელიავას მიერ ჩაწერილი გადმოცემა სოფლის სახელწოდებას პირველმოსახლე გოდოს სახელს უკავშირებს, რომელიც ამ ტერიტორიის მფლობელი ყოფილა, ე.ი. გოდოშ განი ,,გოდოს კუთვნილი~ (ელიავა, 1977,გვ.144). ართ(ი) განი დიხა ნიშნავს ,,საკმაოდ ბევრ მიწას~. ო. ქაჯაია ართგანის განმარტებისას გვთავაზობს საილუსტრაციო მასალას ხალხური პოეზიიდან: მინი ქიანას უღურუ დო ართგან-ხვალე მუშიანც ,,ზოგი ქვეყანას უკვდავება და ზოგიერთი (ერთი წყება)-თავისიანს~ (ქაჯაია, 2009, გვ.36). ართგანიშე იმავე ლექსიკონში განმარტებულია როგორც ,,ერთი მხრიდან~ (ქაჯაია, 2009, გვ.36). განი მეგრულში იგივეა, რაც ,,გვერდი, გვერდითი (ნაწილი); ერთი წყება; მხარე~(იხ.კეკელია, #12,2010, გვ.72). შდრ. დოროგანი ,,დოროს განი, წილი, საკუთრება~ _ ტყიანი გორა მიქეიაშ გას აღმოსავლეთ კალთაზე (აბედათი, წინაკვერკვე); პეტრეშ საგანო-მიკროუბანი ენგურის ნაპირას, რაც ეკუთვნოდა პეტრე ანჩიბაიას (მეორე ოტობაია). საგანო აქ აღნიშნავს ,,მხარეს, კუთხეს~ (ცხადაია, ჯოჯუა, 2003 გვ.140); შენგელიეფიშ საგანო//საშენგელიო-შენგელიების უბნები ენგურის მარჯვენა მხარეს, ზარწუფასა და თხინაშკარში (იქვე, გვ.167). скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი