უკან დაბრუნება
განცხადებები
ნაჯახავო
24-08-2016, 05:07
ნანახია: 1148
გაუზიარე სტატია მეგობარს


იგორ კეკელია

ნაჯახავო – სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში, ოდიშის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლისს მარჯვენა სანაპირო, ზღვის დონიდან 110 მეტრი, მარტვილიდან 13 კმ.
2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 785 კაცი.
najaxavos eklesia - (X s.) ეს ეკლესია არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა და ჩვენამდე მისი კედლების მხოლოდ ქვედა ნაწილმა მოაღწია ნაჯახავოს (ნაჯახოვოს) ეკლესია მდებარეობს საქართველოში, სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარეში, ისტორიულ სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით 8 კმ–ში მდებარე სოფელ ნაჯახავოში.
ჩვენამდე ნაჯახავოს ეკლესიის მხოლოდ1-2 მეტრის სიმაღლის კედლებმა მოაღწია. პ. ზაქარაიას მითითებით, ნაგებობის შიგნით ჩაყრილ ნანგრევებს შორის იყო კედლის მოზრდილი ნაწილიც - გუმბათის ნახევარსფეროს ფრაგმენტი. ამრიგად, ეკლესიას რომ გუმბათი აგვირგვინებდა, ეჭვგარეშეა, მაგრამ სხვა მხრივ, მისი არქიტექტურის შესახებ, თითქმის, მხოლოდ გეგმის მიხედვით ხდება მსჯელობა.
ნაჯახავოს ეკლესია კუპელჰალეს ტიპის ნაგებობა უნდა ყოფილიყო. მისი გეგმა წარმოადგენს მცირედ წაგრძელებულ, აღმოსავლეთით აფსიდური შვერილით დაბოლოვებულ ცალნავიან სწორკუთხედს (8,3X 11,8 მ.). მისი გრძივი კედლები ერთმანეთს არ უტოლდება: ჩრდილოეთი მხარე შესამჩნევად გრძელია სამხრეთისაზე. ეს შეცდომა საერთო მოხაზულობის დამახინჯებას იწვევს. შიდა სივრცეში ორი წყვილი გუმბათქვეშა შვერილია - აღმოსავლეთისა უშუალოდ აფსიდს ესაზღვრება. ამის გამო, დარბაზის სივრცე ორნაწილიანია (დასავლეთი მონაკვეთი და გუმბათქვეშა); არ არის საკურთხევლისწინა, აღმოსავლეთი მონაკვეთი, რაც შვერილთა ორი წყვილის შემთხვევაში გვაქვს ხოლმე ასეთი ტიპის ტაძრებში. თვით საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდი უჩვეულოდ განიერია, ნავის თითქმის მთელი სიგანის მომცველი.
გუმბათქვეშა სივრცე თითქმის 2,5-ჯერ აღემატება დასავლეთი მონაკვეთისას და 1,5-ჯერ დიდია აფსიდის სიღრმეზე. გეგმის ,,დაბრეცილობის’’ გამო, გუმბათქვეშ ტრაპეციული ფორმა წარმოიქმნება დ არა კვადრატული. როგორც ჩანს, შეცდომის რამდენადმე გამოსწორების მიზნით, სამხრეთ შვერილებს გუმბათქვეშა არისკენ სამი საფეხური გაუკეთეს, მაშინ როდესაც ჩრდილოეთი შვერილები ორსაფეხურიანია. ოთხივე შვერილის დასავლეთ მხარეს მცირე, სწორკუთხანიშებია ჩაჭრილი, სახატეებივით. სამხრეთ-აღმოსავლეთ შვერილის ნიშაში შემორჩენილია მხატვრობა- მოგრძო პროპორციების საფეხურებიან კვარცხლბეკზე შემოდგმული ჯვარი. ასეთივე ჯვარი სამხრეთ-დასავლეთი შვერილის ნიშაშიც აღმოჩნდა, თუმცა უფრო გამკრთალებული.
ეკლესიაში გაჭრილია სამი კარი - დასავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი კედლების შუა არეზე. ჩრდილოეთით სწორკუთხა მინაშენია. ხოლო დასავლეთ და სამხრეთ მხარეს შემორჩა კარიბჭის ნაშთი. დასავლეთისა სამმხრივად გახსნილი და თითქმის კვადრატული გეგმისა იყო, სამხრეთისა - ერთი მხრიდან, ეკლესიის კარის ღერძზე, სამხრეთით გაჭრილი კარით.
სარკმლების განლაგების შესახებ ვერაფერს ვიტყვით. თუმცა, გათხრებმა გამოავლინა მოიისფრო მინის ნამტვრევები, მათ შორის ზოგიერთი მთლიანად იყო შემონახული- წრიული ფორმა ჰქონდა. ამაზე დაყრდნობით, მკვლევრებმა აღადგინეს ეკლესიის პირობით რეკონსტრუქციაზე გუმბათის სარკმლები, წრიული მინებით.
ეკლესია კარგად გათლილი ქვითაა ნაგები შიგნიდანაც და გარედანაც. ის გადახურული იყო კრამიტით, რომელიც ნანგრევებში აღმოჩნდა.
მათ შორის იყო ანტეფიქსებიანი კრამიტებიც ჯვრების გამოსახულებებით. ეს არის ნაგებობის ერთადერთი შემორჩენილი დეკორის სახე. საფიქრებელია, რომ ისინი სახურავს ჰორიზონტალურ კიდეებში მიჰყვებოდა. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი