უკან დაბრუნება
განცხადებები
ბობოთი
24-08-2016, 05:04
ნანახია: 1198
გაუზიარე სტატია მეგობარს


იგორ კეკელია

ბობოთი - სოფელი აბაშისა და ისკიის ხეობებში, ზ.დ. 200მ. მარტვილს 2კმ-ითაა დაშორებული და სერგიეთის თემში შედის. ადგილობრივი არაოფიციალური ვარიანტია ბომბოთი. სოფელი მოიხსენიება XVIIს. ისტორიულ წყაროში, კერძოდ, გიორგი ლიპარტიანის შეწირულობის წიგნში, ბონბოთის ფორმით: ,,ჩვენ ცვა-ფარვათა შენთა მონდობილმან და მსასოებელმან სიწმინდისა შენისამან ჩუენ ბატონიშვილმან ლიპარტიანმან ბატონმან გი(ორ)გი და თანამეცხედრემან ჩუენმან ჭილაძის ქალმან ბატონმან დარეჯან შემოგწირე ერთი კუამლი კაცი ბონბოთს, ნაჭყეპია მახარებელი მისი სახლკარითა და მამულითა’’(იხ. კაკაბაძე, II,1921, გვ.172). ბონბოთი სალიპარტიანოში შემავალი სოფელი ყოფილა(იხ. ბერაძე, სიგკ, II,1964, გვ.128).1831 წლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით მარტვილის მაზრაში შემავალ სოფლებს შორის დასახელებულია ბომბოთი (მეუნარგია,1939,გვ.113).ამავე სოფელში, აბაშის მარჯვენა ნაპირზე, ჯიხაჭაეს გაგრძელებაზე მდებარე ვრცელ ჭალას ბობოთჭაე ეწოდება(ელიავა, 1977,გვ. 98).
ბობოთი დუბლეტური ოიკონიმია.ამ სახელწოდებით ცნობილია სოფელი ოკრიბაში, გურნის თემში(იხ.აფრიდონიძე, მაკალათია, II, 1980,გვ. 214,249).
ბობო და ბომბო მეგრული პირსახელებია. მაშასადამე, ბო(მ)ბოთი ,,ბობოს ან ბომბოს დიდი ოჯახის სამოსახლო; ოდესღაც მისი ნადგომი, კუთვნილება” (კეკელია, XI,2009,გვ.418; მისივე,#12,2010,გვ.72). скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი