უკან დაბრუნება
განცხადებები
ვიხსნათ სიტყვები გაქრობისაგან
8-07-2016, 19:27
ნანახია: 1280
გაუზიარე სტატია მეგობარს


მურთაზ ჯანჯღავა


ვიხსნათ სიტყვები გაქრობისაგანოპტიმიზმით, ფანატიზმით და შიშველი ენთუზიაზმით დავწერე მისტიკური და აპოკალიფსური დატვირთვის მქონე მეგრული ენის ლექსიკის უძირო სკვირში ჩაწყობილი თვალ-მარგალიტ, თილისმა სიტყვების უნიკალური თავისებურების შესახებ. ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის მეგრული სიტყვების გადარჩენა გაქრობისაგან. წინაპრების მიერ ჩვენამდე მოტანილი ლექსიკური სიმდიდრე არ უნდა გავაღარიბოთ სიტყვების მივიწყება გაქრობით. უგულისყურობით და უყურადღებობით, უამრავი სიტყვა გაქრობისათვის არის განწირული, ცოცხალ ენას არ უნდა დავუკარგოთ მისი პირმშო სიტყვები, რომლებიც ხალხს ხვთის ნებით შეუქმნია, მივიწყების გზაზე მყოფ სიტყვებს კვლავ შთავბეროთ სული და დავაბრუნოთ მეტყველებაში. მოვიყვან მცირეოდენ სიტყვებს, რომელთა მნიშვნელობა ხალხის მხოლოდ მცირედმა ნაწილმა თუ იცის:

აბედას გერინაფა – სამჯავროზე წაყენება
აზარდალა–აზნაურისშვილობა
ანაჩია – შინაარსი
ანგი – დედანი
ანგი მანგიშ თანგი რე – ასლი დედანთან სწორია
ალამალა – არაქათი
აღამაკი – ძალღონე
სიაბარა – სიქა
თუნშია –ქისა
კაჭაღულა ჭურჭული – წერტილი და მძიმე
კილამური – ონკანი
1)თხილამური – თხილამური
2)თხილამური – გარდატეხის ასაკში ბიჭებს ძუძუებში უჩნდება დროებითი ბურთულები, ანუ ასიმეტრიული სარძევე ჯირკვალის ჰიპერპლაზა.
ფიოში – საშუალო გლეხი
ყაზახალა – გლეხობა
ფორტვა – გამომპალი ხე.
ფოჸვა – ობი
ალმეშარე – თანამგზავრი
ნეთი– ნაირი
თიშნეთი – მისნაირი
თეშნეთი – ამნაირი
ჯოხობუ –სახელი
ირთამო – ყოველმხრივ
ჯოხობური – სახელობითი
ჯოხონერი – სახელდადებული
ანჩი – კრება, შეკრება
ნანჩი – დასკვნა, გადაწყვეტილება
ჸენჯი – ელჩი
ბადიანი – ხვთისმიერი კაცი
1)კაჟი – კაჟი
2)კაჟი – მინდი წისქვილში
ძიძი – დეიდა
ჯიჯი – ბიძია
მეჸე– დღემეხვალიე
ძუღე – მდიდარი
ჭყანა – ძალა
ჸინთჷრი – ნაყინი
არზა – მდივანი
გოქა – ორკაპა ხე
ქოქა – შიგნიდან გამოფურღრული ხე
გარგანჩია – ცეცხლის ღვთაება
ნერჩი – ადგილის დედა
ფალაშა– აყვავება– გაურჩქვნის ღვთაება
ჩანა – მცენარეთა მფარველი ღვთაება
ნარნარი – მთვარის ღვთაება
ნოღა – ქალაქი
ნოღაინი – მარტვილი
ცეში – სინათლის ღვთაება
ღურუუ – სიკვდილის ღვთაება
გორჩქინუუ – არსთა გამრიგე
გორჩქინუუ – სამყარო – ბუნება
თა – ერთი ხელის გაყოლა ტვირთი
ხა – ნაწილი
1)ჭვირთი – ტვირთი
2)ჭვირთი – მკვირცხლი
ერცქემი – ქურციკი
ჯოლიკი – ქურციკის ნუკრი
ჯარღალა – ზუთხის ყველაზე დიდი სახეობა
1)მუნწი –თახვი
2)მუნწი – წრუწუნა
3)მუნწი – ერთგვარი მატლი რომელიც ხეზე ადის.
კეხი – უნაგირის ლითონის ნაწილი.
კეხიშ მუნოდგუმა – ერთ–ერთ მეუღლის მხრიდან მეუღლის უსიტყვო მორჩილებაში ყოლა.
რინჯი (რინა) – ქვეყანაზე ცხოვრება არსებობა
სვირსვი – კეთრი
კაკალუა – დამარცვლვა
კაკალაფა – დილის საუზმობა
კუნო (ცხირა) – თევზსაჭერი გოდორი
ხანძიე – ხელმწიფე
ხერეჭუა – რეწვა
ხვეწი – ხის ქერქის შემოსაცლელი ხელსაწყო
1)ღალაკონი – ერთი ცხვრის ნაპარსი მატყლის წონა
2)ღალაკონი – სასწორი
ქსანი – ექვსასი გრამი
ჩენჩი – ხურდა ფული
კენჯა – თოჯინა
კიღურა – არწივი
ინოჩამა–აზრის ჩანერგვა
1)ინჭა – ჭა
2)ინჭა – ჩქარობ
ინონჭინა – სიღრმეში ჩაწვდომა
კაპიტალისტერი – კაპიტალისტური
თურქიშური – თურქული, თურქისებური
ქვანთი – სითხე
ჰარიაჰტა – უმაღლესი მწვერვალი
ოხვამერი – სალოცავი
ოხვამური – სადღეგრძელო
1)ჭკუდი – ჭურჭელი
2)ჭკუდი – ტრანსპორტი
3)ჭკუდი (ხეჭკუდი) – ხელსაწყო
4)ჭკუდი – კუბო
1)ბირცხა – ბოლოქანქარა (ფრინ.)
2)ბირცხა – ზომის ერთეული
3)ბირცხა – ფრჩხილი
4)ბირცხა – ლიბრი
ჟღები-გუბე
ჭამფურია – შაქარი
ტკუტკარი – უთვალავი
რეხი – ტალღა
მირსაქი – შთაბეჭდილება
ონოხ – თუკი
ოჸური – შორისდებული
ჸანჩი – კამათი
ღვანდი – ნივთიერება
გოგი – ზანტი
გოგე – გამგები კაცი
სადგჷმი – შენობა
კვერცხი – წონის ერთეული, უდრის 50 გრამს.
1)კვარზალი – საშველი
2)კვარზალი – კვერცხივით ტანის გაბრაზებული გოგოს სიარული
რცამი – ფეთიანი
შილია – ათასი
პესქური – ფასკუნიჯი
ჯუმა– მარჩვიბი
მასკური – მაისის სასიამოვნო ნიავი
ცირა – ხე – ქალიშვილი
მერსი – კავშირი
შვიტიშვიტი– ნახვამდის საბოლოოდ
რზინი– დენი
აშქადანი – სახელმწიფო
გვიძიძი – ტყიპა
ეცარცუა– რძის აჭრა
ომიშური– საერთო
ტკიზუა–ორი თითის დარტყმა სახე–შუბლში

სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის საჭიროა მეგრული ენის ლექსიკის სიტყვათა შეკრება და მათი ლექსიკონებში თავმოყრა. ენთუზიასტთა საქმიანობა, ამ მიმართულებით დიდად დასაფასებელია, მაგრამ მარტო ეს არ კმარა. სახელმწიფომ შესაბამისი ინსტიტუტების მეშვეობით სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოს მეგრულდა სვანურ ენებს რათა მომავალში სანანებლად არ დარჩეს ქართველური ენების გადაგვარება-გაქრობა.
ბგერა და ფერი ინფორმაციის მატარებელნი არიან, ისისნი სამყაროს ჰარმონიას აგვირისტებენ. ყოველი ხალხის ენა მათი სულის კონსტიტუციაა, რომელშიც ასახულია სამყაროს ჰარმონია. მეგრული ენა რელიგიური, კოსმოგენური და ასტრონომიული ცოდნით აღჭურვილი კოლხ ქურუმთა ბგერითი აზროვნების უამრავი ბრწყინვალე ნიმუშებით არის გაჯერებული, რაც უზენაესი გენიის არსებობას ადასტურებს.
დემიურგმა კვირის მეექვსე დღეს პარასკევს სამყაროს შექმნა განასრულა. შედეგის ხილვისას მან შესძახა ტობი. ტობი ებრაულად ნიშნავს მშვენიერს. ღმერთმა მის შექმნილ სამყაროზე თქვა მშვენიერია. მეგრულში ტობი შესანიშნავს, მშვენიერს ნიშნავს. პარასკევის მეგრული სახელწოდება ობიშხა ტობიშხადან მოდის, რაც მშვენიერ დროს ნიშნავს. მეგრული ობიშხა სამყაროს შექმნის გასრულებას უკავშირდება. უპირატესად კი ითვლება, რომ ობიშხა ჭექა-ქუხილის ღვთაება ვობიდან მოდის. უნივერსუმში ბგერა იყო პირველი, რითაც კოსმოსი შეიქმნა. სამყაროს მრავალფეროვნების აღქმამ ადამიანები სხვადასხვა ენაზე აამეტყველა.
მურთაზ ჯანჯღავა "მეგრული ენის ფენომენი" თბილისი 2009 წელი გვ.126-131
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი