უკან დაბრუნება
განცხადებები
დანიელ ფიფია
5-09-2016, 20:52
მოინახულეს: 1736
გაუზიარე სტატია მეგობარს


დანიელ ფიფია დანიელ ფიფია (დ. 1896 წელი, წალენჯიხის რაიონის სოფელი ობუჯი – გ.1924 წელი) — ქართველი პოეტი. ცნობილი იყო „მეგრელი ბაირონის“ მეტსახელით.
დაიბადა პავლე ფიფიას და ქეთევან კვირკველიას ოჯახში. დანიელი ბავშვობიდანვე დაავადდა. მკურნალობის ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ორწლინახევრის იყო დანიელი, როდესაც მამა გარდაეცვალა. შვიდი წლის ასაკში დედაც გარდაეცვალა. ზრდიდნენ დები. დაამთავრა ორკლასიანი სკოლა მშობლიურ სოფელში და შემდეგ სწავლა განაგრძო სხვა სკოლაში. უსახსრობის გამო სწავლის შეწყვეტა მოუწია. შემდეგ დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და სოფელ ობუჯში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ამ დროს გაიცნო ცნობილი ქართველი მოღვაწეები, კალისტრატე სალია, ლეო ქიაჩელი, ეგნატე ფიფია და მათთან ერთად ბევრი საქმე გააკეთა თავისი სოფლისთვის.
დანიელი წერდა მეგრულ ენაზე. მის კალამს ეკუთვნის ბევრი ნაწარმოები, მათ შორის პოემები: „ხუმლა კოჩი“, ისტორიული პოემა „ბულათია“, რომელიც შეეხება 1855-1856 წლების სამეგრელოს გლეხთა აჯანყებას და ა.შ. ასევე წერდა ლექსებს („ნამთინემც“, „ბორჯი“, „ჯგირი სერი“, „ინა ვა ვავორექ მუთი ვორდი კინოხ“ და ა.შ.), თარგმნიდა უცხოურ ნაწარმოებებს. შეადგინა მეგრულ-ქართული ლექსიკონი.
დანიელ ფიფია სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი და ზუგდიდის მაზრის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი იყო.
1924 წლის აგვისტოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი, 27 წლის დანიელ ფიფია, როგორც პოლიტიკურად არასტაბილური პიროვნება, ბოლშევიკებმა დახვრიტეს უდანაშაულოდ, მისი ნაშრომები კი დაწვეს და 80-იან წლებამდე მისი ხსენება ფაქტობრივად არ შეიძლებოდა.
ჩვენამდე მოაღწია მისი ნაშრომების გარკვეულმა ნაწილმა, მათ შორის მეგრულ-ქართული ლექსიკონის მცირე ნაწილმა.