უკან დაბრუნება
განცხადებები
აპოლონ ადონია
6-09-2016, 21:09
მოინახულეს: 957
გაუზიარე სტატია მეგობარს


აპოლონ ადონია აპოლონ ადონია დაიბადა 1930 წელ 2 მაისს სოფელ კირცხში. პოეტი, მთარგმნელი, მოაზროვნე. გამოცემული აქვს სამი პოეტური კრებული.,,შენი ღიმილი,” ,,ხილვა პირველი”, და ,,გაელვებიდან გამომზირალი”. პოეტის არქივში უამრავი მასალა ინახება მათ შორის, პოემა ,,საუბარი ერის სულთან” იყო თანამედროვეობის ერთ–ერთი უდიდესი პოეტი. გარდაიცვალა თბილისში 2008 წელს, დაკრძალულია სოფ კირცხში. - გულანთებული მამულიშვილი, შესანიშნავი პიროვნება, ბრწყინვალე პოეტი, მთარგმნელი და მოაზროვნე,
პოეტი, რომლის შემოქმედებაც მესამე ათასწლეულის კუთვნილებას წარმოადგენს.აპოლონ ადონია ფუტკრის მონდომებით ქმნიდა შესანიშნავ ლექსებს, პუბლიცისტურ წერილებს, ღრმა ფსიქოლოგიით დატვირთულ ესეებს. მან ქართულ ენაზე აამეტყველა დიდი რუსი პოეტის ევგენი ბარატინსკის ლექსები, გერმანული რომანტიზმის ფუძემდებლის, ნოვალისის შემოქმედების ნიმუშები, მისმა პოეტურმა კრებულებმა ,,შენი ღიმილი", ,,ხილვა პირველი", ,,გაელვებიდან გამომზირალი" და მრავალმა სხვამ, მკითხველი საზოგადოების დიდი მოწონება და აღიარება დაიმსახურეს..
ქართული