უკან დაბრუნება
განცხადებები
სანაპირო
9-06-2015, 00:03
ნანახია: 3456
გაუზიარე სტატია მეგობარს


სანაპირო (სანაპიროსი) 1. წყლის (ზღვის, მდინარის...) ნაპირას მდებარე ტერიტორია (ქვეყანა, მხარე, ქუჩა...). ჭალადიდს შვენის წალკოტი ფოთი, ფოთს-კი – შავი ზღვის სანაპირონი (გ. ქუჩ.). ომი დამთავრდა იმით, რომ რუსეთს შეუერთდა დნეპრის მთელი მარცხენა სანაპირო და ქალაქი კიევი (საბჭ. კავშ. ისტ.). || წყლის (მდინარის, ზღვის...) ნაპირას მდებარე. სანაპირო ქუჩა. – მდინარის სანაპირო ყანებში აქა-იქ ჩამდგარიყვნენ გლეხები (რ. გვეტ.). სანაპირო ქალაქების სპორტსმენებმა აფრიანი ხომალდებით შეცურს ზღვაში («ლელო»). 2. ქვის, ხის... კედლით ამოშენებული წყლის ნაპირი ან ასეთ ნაპირას გამავალი ქუჩა. ჩელუსკინელთა ხიდისა და სტალინის შესანიშნავ სანაპიროს გასწვრივ ელექტრონის ბურთულები ტივტივებდნენ მტკვარში (კ. გამს.). 3. საერთოდ, რისამე განაპირას მდებარე ადგილი. გასაკაფავად დანიშნული ტყის სანაპირო გამოფერდილ ადგილს წარმოადგენდა (ლ. ქიაჩ.). ჯეჯილის სანაპიროზე ძოვს და ძოვს გუთნეულია (რ. ერისთ.). 4. საზღვართან მდებარე, – სასაზღვრო. სანაპირო ზონა. – სანაპირო რაიონი. ბ-ნ. კატკოვს დიდი ბადე აქვს გაბმული რუსეთის სანაპირო ქვეყნებში (ილია). || სასაზღვრო რაიონი. «უშენოსა პატრონობა ვის მივანდო, ვინ იქმს კარგა? სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა» (რუსთაველი). || გადატ. საზღვარზე განლაგებული, საზღვრის დაცვისათვის განკუთვნილი. სანაპირო რაზმი. – სანაპირო ჯარები. – სანაპირო დაცვის ჯავშნოსანი... წყალქვეშა კლდეს წააწყდა... კუნძულთან («ახ. კომ.»).

http://www.ena.ge/explanatory-online скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი