უკან დაბრუნება
განცხადებები
ლალი სამუშია - თეთრი ღამე
8-01-2017, 16:10
ნანახია: 568
გაუზიარე სტატია მეგობარს


უფერო დილა და
საუზმე  ორისთვის,
ჩაისთან  სიტყვა და
საწყისი „ომისთვის“.
შეტევის პასუხად
სასტიკი  დუმილი,
დუმილის სანაცვლოდ
გრძნობების ყმუილი.
ერთგული  მზერა და
თვალები  სველები,
სათუთი  ამბორით
ნაშრობი  ცრემლები...
ოჰ,  მაინც  წვიმა და
ოჰ, მაინც სიტყვები,
ფრაზების ტყვია და
ტყვიების მსხვერპლები...
რა გვჭირდა... ვიცოდით?
იქნებ არც ვიცოდით,
ოჰ, სიმწრით აღმოხდა
მწუხარე   „მშვიდობით!“
მძულდი და მიყვარდი,
გთმობდი და ვერ გთმობდი,
სიკვდილთან მიგყავდი
და მაინც ვერ გგმობდი.
კაფეში გრძნობებმა გადაიქირქილეს,
გულები ცალ-ცალკე
გაუყვნენ ბილიკებს. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი