უკან დაბრუნება
განცხადებები
შოკისმომგვრელი ისტორიული ფაქტები,
15-07-2016, 07:27
ნანახია: 1307
გაუზიარე სტატია მეგობარს


შოკისმომგვრელი ისტორიული ფაქტები, რომლის დაჯერებაც გაგიჭირდებათ (ნაწილი II)


1. საბჭოთა კავშირის დიქტატორის იოსებ სტალინის მმართველობის პერიოდში (1929-1953 წწ.) ათეულობით მილიონი ადამიანი იქნა მოკლული. ისტორიკოსთა და მეცნიერთა შეფასებით დაახლოებით 20 მილიონი. თუმცა, ალექსანდრე სოლჟენიცინი, რომელმაც გულაგის სისტემის შესახებ სულისშემძვრელი წიგნი დაწერა, ამტკიცებდა რომ სტალინის მსხვერპლთა ნამდვილი ციფრს შესაძლოა 60 მილიონისთვის მიეღწია.
2. 1525 – 1866 წლებში 12.5 მილიონი აფრიკელი მოიტაცეს და მონებად გაყიდეს შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, კარიბის კუნძულებზე და სამხრეთ ამერიკაში.
3. ახალ სამყაროში ევროპელების ჩასვლის შემდეგ ადგილობრივ ინდიელთა რაოდენობა 12 მილიონიდან 1500 წლიდან მოყოლებული 1900 წლამდე 237 000 -მდე შემცირდა.
4. მე-19 საუკუნეში პოპულარული წამალი ბავშვებითვის – "მისის უილოუს დამარბილებელი სიროფი" ("Mrs. Winslow’s Soothing Syrup" ), მორფინს შეიცავდა.
5. 1917 წელს, მარგარეტ სენგერი ციხეში ერთი თვით ჩასვეს შობადობის მაკონტროლებელი კლინიკის დაარსების გამო.
6. აღორძინების ხანაში, ვენეციაში მამაკაცი სასამართლოს გადასცეს გაუპატიურების გამო. სასამართლომ მას შემდეგი არჩევანი შესთავაზა – ან ციხეში ჩამჯდარიყო, ან ჯარიმა გადაეხადა, ან კიდევ თავის მსხვერპლზე დაქორწინებულიყო. ბრალდებულმა ქორწინება აირჩია.
7. მაო ძედუნის რეჟიმმა ჩინეთში 45 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა 1958-1962 წწ. მის მიერ განხორციელებულმა პროპაგანდისტულმა პროგრამებმა, როგორიც იყო "უდიდესი ნახტომი წინ" და "კულტურული რევოლუცია, " დიდი ზიანი მიაყენა ჩინეთს.
8. კანადაში, მე-16 საუკუნეში ქალები კონტრაცეფციის მიზნით წამალს სვამდნენ, რომელშიც თახვის დაფქული სათესლე ჯირკვლები იყო გარეული.
9. პეტრე I–მა თავისი ცოლის საყვარელი სიკვდილით დასაჯა, შემდეგ მისი თავი სპირტით სავსე ქილაში მოათავსებინა და აიძულა ცოლი მის საძინებელში დაედგა და ეყურებინა. ასე გაგრძელდა მეფის გარდაცვალებამდე
10. ბევრი ისტორიკოსი თანხმდება, რომ ჩინგიზ ხანი დაახლოებით 40 მილიონი ადამიანის სიცოცხლის განადგურებისთვისაა პასუხისმგებელი მთელს აზიასა და ევროპაში.
11. მე-16 და მე-17 საუკუნეებში მდიდარი ევროპელები გარდაცვლილი ადამიანების გვამებს მიირთმევდნენ, ვინაიდან სწამდათ, რომ სხვადასხვა ავადმყოფობებისგან განიკურნებოდნენ.
12. ისინი ასევე ჭამდნენ ეგვიპტელი მუმიების ნარჩენებს, რაშიც დიდძალ ქონებას უხდიდნენ საფლავების მძარცველებს, რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს რისკავდნენ ქურდობისთვის.
13. მე-15 საუკუნეში რუმინელმა მმართველმა ვლად III ცეპეშმა (ასევე ცნობილია როგორც "დრაკულა" (დრაკონის შვილი ან უმცროსი დრაკონი). ეს მეტსახელი საკუთარი მამის გამო მიიღო, რომელიც 1431 წლიდან "დრაკონის" ელიტური რაინდული ორდენის წევრი იყო), 20 000 თურქი გრძელ და ბასრ ძელზე წამოაგო მდინარე დუნაის სანაპიროზე.
14. ვლადს ასევე სიამოვნებდა თავისი მტრის სისხლში პურის ჩასველება და ჭამა. ამ საშინელმა ჩვევამ, მის გვართან და დაბადების ადგილთან ერთად (ტრანსილვანია), ბრამ სტოკეკერი შთააგონა დაეწერა დღემდე პოპულარული რომანი "დრაკულა."
15. იაპონელი გეიშების ტრადიციული მაკიაჟი 18-ე საუკუნიდან არის ცნობილი. თუმცა, დიდი ხნით ადრე, ჯერ კიდევ მე-8 საუკუნიდან, იაპონიაში სილამაზის სტანდარტები დაადგინეს, რომელიც სახის გათეთრებას გულისხმობდა. გარდა ამისა, არსებობდა ოჰაგუროს (ohaguro) ტრადიცია, რომლის თანახმადაც, არისტოკრატები (ძირითადად გათხოვილი ქალები) კბილებს იშავებდნენ. საღებავი, რომელსაც კბილების შესაღებად იყენებდნენ ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლოა ტოქსიკური გამხდარიყო. სახეს ბრინჯის ფქვილით ითეთრებდნენ, თუმცა, ზოგჯერ იქ ფრინველის სკორეს (ფეკალია) უმატებდნენ უფრო თეთრი ტონის მისაღებად.
16. უძველეს რომში მამას შეეძლო თავისი ოჯახის ნებისმიერი წევრი მოეკლა, რის გამოც მას არანაირი სასჯელი არ ელოდა.
17. ძველ ბაბილონს რაც შეეხება, მსესხებელს შეეძლო კრედიტორთან დაეგირავებინა საკუთარი ოჯახის წევრები, მათ შორის ცოლი და შვილები, რომელთაც მევალის სახლში უნდა ემუშავათ მონურ მდგომარეობაში. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ვალის დასაფარად ყიდდნენ საკუთარი ოჯახის წევრებს და საკუთარ თავსაც კი.
18. მას შემდეგმ რაც ალიასკელმა ზოოლოგმა, პროფესორმა რ. დეილ გათრიმ თავის გუნდთან ერთად ყინულში კარგად შენახული 36 000 წლის სტეპის ბიზონი აღმოაჩინა, მისი ხორციც დააგემოვნა, რის შემდეგაც აღნიშნა: "ხორცი მართალია დიდი ხნისაა, მაგრამ ცოტა ისევ მაგარია."
19. სექსულური მოძალადე და სერიული მკვლელი პედრო ლოპესი, ცნობილი როგორც "ანდების მონსტრი, " 1983 წელს 110 პატარა გოგონას მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს (თუმცა, როგორც პედრომ აღიარა, მისი მსხვერპლთა რიცხვი 300 იყო). რამდენადაც აბსურდულად არ უნდა მოგეჩვენოთ, ლოპესი, 1998 წელს, ციხიდან გაუშვეს მას შემდეგ რაც ეკვადორის კანონით გათვალისწინებული პატიმრობის ვადის მაქსიმუმი – 20 წელი, მოიხადა. მისი ასავალ–დასავალი დღემდე უცნობია.
20. რომაელმა იმპერატორმა კომოდუსმა (177–192 წწ.) მთელი ქვეყნის მასშტაბით უნარშეზღუდულები მოაგროვა და უბრძანა მათ კოლიზეუმში ხორცის საკეპი ნაჯახებით ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ შებრძოლებოდნენ.
21. 1960-იანი წლების დასაწყიში თამბაქოს კომპანიები რეკლამებს ავრცელებდნენ, სადაც ექიმები ამა თუ იმ სიგარეტის მოწევას რეკომენდაციას უწევდნენ და ამბობდნენ, რომ მოწევა ჯანმრთელობისთვის საზიანო სულაც არ იყო.
22. საბჭოთა ბიოლოგი ილია ივანოვი შეეცადა შიმპანზე ადამიანის სპერმით ხელოვნურად გაენაყოფიერებინა, მაგრამ მისმა ექსპერიმენტმა – შეექმნა ადამიანი-შიმპანზე, მარცხი განიცადა.
23. ჩვ.წ. 755 წელს ჩინეთში ლუშანის აჯანყებამ ტანის დინასტიის წინააღმდეგ 36 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მთელი მსოფლიო მოსახლეობის ერთი მეექვსედი.
24. მე-18 საუკუნის კოლონიურ ამერიკაში ფეხმძიმე ქალებს მშობიარობის დროს ტკივილგამაყუჩებლებს არ აძლევდნენ, რადგანაც ფიქრობდნენ რომ ეს ღვთის სასჯელი იყო ევას მიერ აკრძალული ხილის ჭამის გამო.
25. ძველი ბაბილონის იურიდიული აზროვნების მწვერვალს ხამურაბის კანონები წარმოადგენს (ძვ.წ. XVII ს. 60-50 წწ.). ერთ-ერთი კანონის თანახმად პრივილეგირებული კლასის წარმომადგენლის რომელიმე ორგანოს დაზიანებისას დამნაშავისთვის სასჯელის სახით იმგვარადვე უნდა დაეზიანებინათ იგივე ორგანო. ამ შემთხვევაში მოქმედებდა ტალიონის პრინციპი: თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ.

წყარო: intermedia.ge
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი