უკან დაბრუნება
განცხადებები
თქმულება დედამოკაზე
8-09-2016, 22:46
ნანახია: 1154
გაუზიარე სტატია მეგობარს


დედამოკა - მდ. ტეხურის ერთ-ერთი ადგილის სახელია.
როცა სამეგრელოში თათრები ბრძანებლობდნენ, ხალხი გაიხიზნა ნოქალაქევის მთებსა და ტყეებში.
ერთხელ ფეხმძიმე (მეგრულათ „მოკათ“) ქალს მდ. ტეხურიდან წყალი კოკით აჰქონდა. მოულოდნელად მას თათარი შეეფეთა, რომელმაც ძალდატანება მოუნდომა, მაგრამ იგი გაექცა და მიადგა იმ ადგილს, სადაც მდინარის ნაპირებებთან მთები ერთმანეთს ძალიან მიახლოებული იყო. ქალი მეორე ნაპირზე უნდა გადამხტარიყო, ამიტომ უზარმაზარ მთებს შესძახა: „თქვენც მოკა და მეც მოკა“(თქვენც მძიმე და მეც მძიმე) და დახმარება ითხოვა. მთები ერთმანეთს უფრო მიუახლოვდა, ქალი მეორე ნაპირზე გადახტა და თათარს თავი დააღწია. ამიტომ ეწოდა ამ ადგილს „დედამოკა“ (დედაორსული).
სხვა გადმოცემით, ფეხმძიმე ქალი გადამხტარა, მაგრამ მეორე ნაპირამდე ვერ გაუღწევია, წყალში ქვაზე დამხტარა და ქვად გადაქცეულა. ამიტომ ამ ადგილს ეძახიან „დედამონკას“

წყარო: samegrelo.borbonchia.ge скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი