უკან დაბრუნება
განცხადებები
ლეგენდა "ქუაცანცალიაზე"
8-09-2016, 22:40
ნანახია: 1262
გაუზიარე სტატია მეგობარს


ლეგენდა „ქუაცანცალიაზე“ (მოქანავე ლოდი) მრავალი საუკუნის წინათ, ეგრისის მთების მიდამოებში, სადაც ანკარა მდინარეები წისქვილარა, ჭანისწყალა, ინწრა, მოროჟა და სხვა მოედინება, მოსახლეობას შიშის ზარს სცემდა უზარმაზარი კაციჭამია დევი. ის სამეგრელოს სოფლებში თვეში ერთხელ გამოჩნდებოდა და გოგო-ბიჭებს იტაცებდა. მოსახლეობა დიდხანს იტანჯებოდა. შემდეგ ხმა დაირხა - სოფელში უძლეველი ახალგაზრდა ვაჟკაცი ახამხუტუ ცხოვრობსო, რომელსაც დევის დამარცხება შეუძლიაო. სოფელმა არამხუტუს დახმარება სთხოვა.
არამხუტუმ მეორე დღესვე დაიწყო მზადება დევთან საბრძოლველად და ოხაჩქუეს მთაზე დაბანაკდა. დიდი ლოდინის შემდეგ მთაზე დევი გამოჩნდა.
არამხუტის და დევს ერთმანეთისაგან ათ კილომეტრზე მეტი მანძილი აშორებდათ. მიხვდა რა დევთან მოლაპარაკების უაზრობას, მან აიღო უშველებელი ლოდი და დევის მიმართულებით სტყორცნა, მაგრამ მიზანს
მცირედით ააცილა. დევმა საშიშროება იგრძნო და თვითონაც ქვების გროვა დაუშინა არამხუტუს.
მომქაცველი ბრძოლის შემდეგ არამხუტუმ აიღო ვეებერთელა ოთხკუთხა ლოდი, კიდევ ერთხელ მოიკრიბა ძალღონე და მთელი ძალით მიზანდასახულად სტყორცნა. ლოდმა ჰაერში გაიშხუილა, გარკვეული ტრაექტორია შემოხაზა, ყვირას მთაზე ამაყად მდგარ დევს თავი გაუპო და იქვე, მწვანე ხასხასა მდელოზე დაცემისას ვეებერთელა ორმო ამოთხარა.
სოფლის მოსახლეობა დიდ გამარჯვებას ზეიმობდა. მათ არამხუტუ ყვირას მთაზე ზარ-ზეიმით აიყვანეს. არამხუტუმ მოძებნა ლოდი, რომლითაც დევი დაამარცხა, ამოიღო მიწიდან და ისეთ ადგილას განათავსა, რომთითის შეხებით ექანავა, რათა ეს ამბავი თაობიდან თაობას გადასცემოდა ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების აღასანიშნავად.
ლოდმა მართლაც ქანაობა დაიწყო და დღესაც თითის შეხებით ქანაობს ყვირას მთაზე.

გაზეთი „ილორი“ 6-13 სექტემბერი 2013წელი გვ.3
გაზეთს მასალა მიაწოდა ნუგზარ ზარქუამ.



წყარო; samegrelo.borbonchia.ge
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი