უკან დაბრუნება
განცხადებები
თქმულება ელარჯზე
8-09-2016, 22:36
ნანახია: 2503
გაუზიარე სტატია მეგობარს


ძველი გაზეთებიდან

ერთ მთაგორიან მიუვალ მწირ ადგილას ცხოვრობდა ღარიბი ცოლ-ქმარი, ქალი სულ მუდამ სიღარიბეზე ეჩხუბებოდა ქმარს. არ ქონდათ სახნავ-სათესი, სასიმინდე მიწის ნაკვეთი, სამაგიეროდ ყავდათ მეწველი ძროხები. ერთ მშვენიერ დღეს, ცოლმა ფქვილის ტომარა გამოფერთხა და ღომი გააკეთა, მაგრამ ღომი ისე ცოტა იყო, ცოლ-ქმარს კი არა, ერთსაც არ ეყოფოდა. მშიერი ცოლი კიდევ უფრო გაავდა და ლანძღვა-გინებით იერიში მიიტანა ქმარზე. გულ-შეწუხებულმა მამაკაცმა მეტი რომ ვერაფერი საშუალება გამონახა, აიღო წინადღით ამოყვანილი ყველი და ცეცხლზე შემოკიდებულ ცხელ ქვაბში დანით ჩაჭრა, ჩოგნით აურია და ნახა, ქვაბში ღომის რაოდენობა ერთი-ორად გაიზარდა, თან რეზინასავითმ წელვადი გახდა, მაგრამ ვერ წარმოედგინა როგორ ეჭამა, ქვაბი სუფრაზე გადმოაპირქვავა, ჩოგნით გააბრტყელა და ცოლს გულმოსულად მიმართა: „ე ლარჯ-გი-ო“ ამის სემდეგ დაერქვა ცხელ ღომში ჩაზელილ ყველს ელარჯი.

ვეტექიმი რ. რობაქიძე. წალენჯიხა


] скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი