უკან დაბრუნება
განცხადებები
"სამადლო თოვლი"
18-11-2016, 23:52
ნანახია: 1100
გაუზიარე სტატია მეგობარს


არ შეგაგონო, გული ვით მიზამს:
ერთ იად არ ღირს, რაც უბარდნია;
არ იგუნდაო სხვის თოვლით, მირზა!
თოვლსაც... ქალივით დაგამადლიან.

იმ ქერა თმასაც შეგახსენებენ,
რომ შეაშფოთეს დალალ-შოლტები
და ლარიქსებზე მოქსოვილ ვნებებს
ჩამოატყდებათ სიზმრის ტოტები.

სხვა ღამისაა სანთლები არყის
და ლექსიც ცივი ცის ფოთოლია;
მშობლიურ თოვლის ფიფქადაც არ ღირს,
სხვის ქვეყანაში რაც უთოვლია. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი