უკან დაბრუნება
განცხადებები
აბსურდის სურდო
18-11-2016, 23:47
ნანახია: 1118
გაუზიარე სტატია მეგობარს


ღვთის ცრემლები ჩამომწიფდნენ თუთებად,
როს წვიმები გადაწყნარდნენ შხაპუნით;
ყელს, საცაა, გული აებურთება –
ბოლო აბზე ადრეგადაყლაპული.

მალე სული ვნებას აავერტერებს,
ანდა, სულაც გაფრინდება, გნოლივით;
მაგნოლიებს შეშტერებულ ჰეტერებს
პლაჟს გაუშლის პაჟი – გამოგონილი.

მერე... გოდოც მოვა – დარდის გოდრით და
ბოლო სცენას გაასრულებს აბსურდის;
ამოიცან, ავიცენას გოგრიდან:
ლექსის სურდოდ გავრცელება რას უდრის!.. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი