უკან დაბრუნება
განცხადებები
იქნებ მე თვითონ..
13-02-2017, 07:19
ნანახია: 1000
გაუზიარე სტატია მეგობარს


ბნელი თვალებით იღიმის ღამე, 
მთებზე იხეხავს მკერდს მთვარე, - ბეცი, 
ტოტებში სიო თვლემს უღიმღამო 
და ჩავლილობის მახელებს მხეცი.
მოწყენილობა თუ ღირს სიცილად
ან სივრცეების ღვინოში ჭვრეტა, 
უწლობის ჯვარცმა შემოვიცილე
და გულმაც ბოღმით დამიწყო ჩხვლეტა
იქნებ ეშმაკმა მძლია ღვთისნიერს 
და ლოცვას ფერი ადევს სიბილწის,
უცნობი მტრებიც შემოვისიე 
და ამიტომაც უღმერთოდ ვიწვი.
ნეტავ რა ვუყო ამ წმინდა ტაძარს,
რომელი რწმენით გაგეკრა, ჯვარო, 
გულის სიმები რა ჰანგზე დავძრა,
უკეთურობის თუ მმოსავს ჯვალო
არ ვიცი, მგონი გზა ამერია, 
იქნებ მოყვარეს ამაოდ ვძრახავ
და ჯოჯოხეთის ღამიერია 
თესლი, რომელიც ამოჰყავს ნახნავს.
ბნელი თვალებით იღიმის ღამე, 
გაურკვევლობა რა საჭით ვმართო,
ისევ დამცქერის ცა უღიმღამო,
მთვარის ლაციციც ამაოდ მათრობს.
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი