უკან დაბრუნება
განცხადებები
აქ, სამუდამოდ...
13-02-2017, 07:17
ნანახია: 962
გაუზიარე სტატია მეგობარს


სად წამესვლება, გზა აღარ ვიცი,
რომელიც ქვეყნის იქით გამიყვანს.
ეს ერთხელ იყო, ცამ დაიქუხა
და საქართველოში ჩამომრიყა.
ახლა აქა ვარ და აქ ვიქნები,
იქნებ აქ მიწად მაინც ვივარგო.
ჩემს მკერდზე დგანან ეს მწვერვალები
და რად გავსწორდე ან გავივაკო.
მხოლოდ ჩემია ეს ტკივილები,
რაც სამშობლოსთვის გადმომედინა
მე ჩემს ღმერთისთვის სულს ვეზიდები,
რაში მჭირდება მექა-მედინა.


2.02.2017 წელი.

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი