უკან დაბრუნება
განცხადებები
შემომელია ცისკრის სიზმრები *
13-02-2017, 07:16
ნანახია: 980
გაუზიარე სტატია მეგობარს


შემომელია ცისკრის სიზმრები 
და თვითშეწირვის შეთვრა სიბეცე, 
სიბერისპირის კატაკლიზმებით 
სიახლის ქროლვა ვერ შევიმეცნე.
პასტორალური იდილიები 
ვერ გასწვდა ამდენ სითბოს და სივრცეს,
უშენობა კი, როცა იელვებს,
თავში გალაქულ აგურებს იცემს. 
მერე კი აზრში გაჩხირულ ხიჭვებს
ნელნელა იძრობს სიბრაზის ნემსით 
და ობოლ ცრემლში ჩალბობილ იჭვებს
უსახურ კვნესით შეგიტანს ნებსით. 
თუმცა მანამდე დგება სხვა მხარე,
კუთხემომძვრალი, მხარშექცეული, 
განმხოლოების ეშხით ხარხარებს
გაბერწებული ჩემი სხეული. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი