უკან დაბრუნება
განცხადებები
გაღმა ნაპირი
13-02-2017, 07:14
ნანახია: 967
გაუზიარე სტატია მეგობარს


მე თუ წავედი, არაფერს ნიშნავს,
ხვალ ვინმე მოვა ახალი ნიშნით,
მე ის ხარი ვარ, ვისაც ცა ნიშნავს,
რომელი ცისთვის მიწაზე ვიშვით.
ამაოება დაეძებს სხვა გზას,
რომელიც, უკვე, მოვა და შექმნის,
მზე კი სიყვარულს იმისთვის აგზნებს,
რომ შესაქმნელად დაუდგეს ვერ ქმნილს.
გზებს თან მიდენის უგზობის შიში,
მაგარამ მას მუდამ ნაბიჯი არღვევს,,
უმთავრესია, ვინ სახლობს ვისში,
რომ გადაჩეხვა არ ერგოს არვეს.
პოეტებს რწმენის სიწმინდე თუ კლავს,
სხვა ყველაფერი ლიბრისკენ მიდის,
სულს გადუშლია სამყაროს რუკა
და ჩვენში ცდილობს გადებას ხიდის.
მაგრამ... ყველაფერს ისე რა მოსდევს,
ირღვევა ხიდიც, ირღვევა რუკაც,
საკაცობრიოდ აღვლენილ მოსეს,
წინ მისდევს ის, რაც ჩამორჩა უკან.
და ამიტომაც წინასწარმეტყველს,
ვისაც უკანა არა ახსოვს წინის,,
თავს შეახსენებს ადამი ერთხელ,
ჩამოიწმინდოს სახმილი ცილის.
და ჩემი ლექსიც ისე რად ლაღობს,
რომ იყოს, თანაც არ იყოს თითქოს,
სამყარო, რაიც ისე რად გაღმობს,
ამ სამყაროში საცეცებს ითბობს.


11. 01. 2017 წელი,
თბილისი

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი