უკან დაბრუნება
განცხადებები
დღეს....
13-02-2017, 07:11
ნანახია: 959
გაუზიარე სტატია მეგობარს


სადღაც მწარედ მიქრის ჟამი გავეშებით,
მზერას ვეღარ ვაწვდენ ლოცვებს, გაქცეულებს,
იმ ძველ სიყვარულებს მაინც ვერ ვეშვები,
გულისმტკივანსა და თვალებაწეულებს.
სადღაც ღიმილია ისევ შეყინული
და იმ ღიმილებით ახლა ვითოშები,
ღამე ისევ თვრება, მამლით შეყივლული,
წვერებმოშვებული გამქრალ მითოსებით.
სად მაქვს სასმისები.. ღვინო მიიღვრება,
მიწა გაჟღენთილა სადღეგრძელოებით.
დღეს ხომ გულის ჩაგვრა აღარ მიიღება,
თვლემენ გაწელილი სიზმრის მდელოები.
ვფიქრობ, ახლა სადღაც იქით უნდა ვიყო,
სადაც იებია ობლად დარჩენილი,
რომ ეს ტკივილები სადმე გადავრიყო,
და კვლავ ავრაკრაკდე კოლხურ ლარჭემივით.
სადღაც მწარედ მიქრის ჟამი გავეშებით,
მზერას ვეღარ ვაწვდენ ლოცვებს, გაქცეულებს,
იმ ძველ სიყვარულებს მაინც არ ვეშვები,
გულისმტკივანსა და თვალებაწეულებს.


14. 01. 2017 წელი,
თბილისი

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი