უკან დაბრუნება
განცხადებები
მოკლე ლექსები
13-02-2017, 07:06
ნანახია: 1184
გაუზიარე სტატია მეგობარს


***
გაყვითლებული, უკანასკნელი
ფოთოლი ქართა ქროლას მინებდა...
გამოიტირეს ხეებმა ჩუმად,
რაც გაზაფხულთან აკავშირებდათ.

1971 წელი, ჯუმითი...

***
ხვალ აყვავდება იის ლირიკა,
უფერულ დღეებს ჭიკჭიკი აწევს,
დაეკიდება მზის სხივის ხოტბა
კვლავდაბადების შეფაკლულ ღაწვზე.

8.02. 2017 წელი, ჩხოროწყუ

***

წასვლის ნაბიჯი არწასვლას ფიქრობს,
და გაღმა, სადღაც აზრის მთის იქით
სიყრმის კოცონზე სიბერეს ვიქრობ
ვაზის ნაჟურის გრძნეული ჭიქით.

8. 02. 2017 წელი, ჩხოროწყუ

***

ცელს ერთხელ იქნევს სიკვდილის მკლავი,
მიმოვიკეტავ კარებს და ვიცდი,
გამოიმეტებს ნავალის კვალი
ეპიტაფიას სიცოცხლის ქვისთვის?


8. 02. 2017 წელი, ჩხოროწყუ

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი