უკან დაბრუნება
განცხადებები
ხვალ მზე ამოვა
13-02-2017, 07:05
ნანახია: 945
გაუზიარე სტატია მეგობარს


გადააღვინეს ყველა ჭიქა და
ახლა ბაც მთვარეს სვამენ ბიჭები...
საბნად იხურავს ნამის მანტიას
კოლხეთი, საწმისნახალიჩევი.
ღამეებს სძინავთ დღეების ძილით, _
„იყო-არ იყოს“ მონანქერებით,
სადღაც ვედრების სანთელი სწირავს
შორი ხილვების მინანქარების.
გზაჯვარედინთან, უხილავ ჯვართან
გარდასახვისკენ ვიღაც გვითითებს..
აქ წევს აია და აიეტის
გრძნეული ქალის მწარე მითი დევს.
ბიჭებს სმა უნდათ გახელილ თვალით,
მაგრამ ცის რისხვა უმძიებთ წამწამს...
ხვალ უსათუოდ ამოვა მზე და
ყველა უხილავ მტრის მზერას დაწვავს.


8. 02. 2017 წელი. ჩხოროწყუ.

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი