უკან დაბრუნება
განცხადებები
ანკეტა
13-02-2017, 07:01
ნანახია: 903
გაუზიარე სტატია მეგობარს


ვარ სამოცი წლის,(თუ ოდნავ მეტი,
მნიშვნელობა აქვს ძალიან ცოტა),
დღეს უფრო ხშირად თავს მესხმის რეტი,_
ძლიერ ბევრს ვფიქრობ და ნაკლებს ვცოდავ...
კრაზანებივით მომდევენ დღენი
აღმაფრენის თუ დაჩიავების,
ისევ ჩამესმის ღავღავი ღელის,
ვგრძნობ, გამხმარ ხესავით ვჭიავდები.
ვარ მოტრფიალე ხმელი წიფელის,
(როგორსაც გულში სახავდა ვაჟა),
მწარეა ჟამი გადამწიფების,
უკვე გლოვის ხმად ჩაგესმის ვაშაც.
შავი ღრუბელი აღსავალს მურავს
და ზეცა წვება თოვლიან ველზე,
ყოველი მესმის და მაინც ყრუ ვარ,
თუმც უსიახლოდ წამითაც ვერ ვძლებ.
გადაამინდებს მზე ყამირ ქუშეთს,
ჩაიკეცება საფლავში ბინდიც...
ცაში ჯერ ისევ თეთრ მტრედებს ვუშვებ
განათებული სიცოცხლის მინდით.


10.02.2017 წელი

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი