უკან დაბრუნება
განცხადებები
ნუ....
13-02-2017, 07:00
ნანახია: 885
გაუზიარე სტატია მეგობარს


უმორჩილესად გთხოვთ, ბატონო, უმორჩილესად,
იმაზე მეტად ნურასოდეს შემემეტები,
ხანჯალს, ჩაშვებულს მშვიდ ქარქაშში, ნუ გამილესავ,
ნუღარ ჩამაცმევ სხვა სამოთხეს, ვერ ჩავეტევი.
გადაიძრობენ თეთრი მთები კაპიშონებს და
გალაკტიონის ქლიავისფრად მოვიხიბლები,
მორბის არაგვი, რომ არ გვახსოვს იმ სიშორიდან,
კვლავ მის ნაპირთა შესაკრავად გავიხიდები.
ისევ მომკლავენ ყაჩაღები მის ჭალის პირად,
და აღარავის დაედება ბრალი ამაში,
კაცობრიობა დაიბადა თუმცა ვამპირად,
არ გვისწავლია სისსხლიანი ხმლებით თამაში.
უმორჩილესად გთხოვთ, ბატონო, უმორჩილესად,
იმაზე მეტად ნურასოდეს შემემეტები,
ნუ შემიბილწავ წმინდა ტაძარს, ჩემს დიდ საესავს,
ნუღარ ჩამაცმევ სხვა სამოთხეს, ვერ ჩავეტევი.


10. 02. 2017 წელი

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი