უკან დაბრუნება
განცხადებები
ხმა გამიწვრილდა მუდამდღე ფიქრით*
10-02-2017, 19:11
ნანახია: 965
გაუზიარე სტატია მეგობარს


ხმა გამიწვრილდა მუდამდღე ფიქრით,
სიმაღლე თავის სიდაბლეს ჩაგრავს,
სადაც ვიყავი ოდესღაც, იმ მხრით
დღეს ბუკი დამაქვს, ქცეული ჩანგად.
ვისმენ დაღლილლი ქარის სონეტებს,
ტყეში წაკითხულს ჩვეულ სისინით,
დღეს მათხოვრისთვის დაყრილ მონეტებს,
რომაარ სჭირდებათ, ჰკრეფენ, ისინი.
მე უჩემობით გადავიღალე,
მკერდზე მერჭობა ბოღმის სადგისი...
ახლაღა ვხვდები, თურმე ვიყავი
უფალო, გმადლობ, მძიმე ამ დღისთვის.
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი