უკან დაბრუნება
განცხადებები
შენ.... მუზა
6-09-2016, 22:47
ნანახია: 1042
გაუზიარე სტატია მეგობარს


გავირითმე სიყვარულის მელნით,
ვიღაც ლექსით მივზოზინებ სადღაც,
ჭიხვინს ვერ ვგრძნობ უსასოო მერნის,
პოეტის რომ თავზე გვირგვინს მადგამს.
ვერ ვუარობ შენს დასაქცევ ცრემლებს,
შენზე შენსას შენი მზერით ვყვები,
შუბლი სტკივათ ურონარტყამ გრდემლებს
და მეც შენში რკინასავით ვლღვები.
საცეცებს ვგრძნობ ეჭვიანი მუზის,
მისი კოცნა სახიფათო რამ ჩანს,
ახლა ასე მშვიდი მზერით თუ ზის,
ხვალ მოვა და შენიანად დამჭამს.
მერე უკვე მომეღება ბოლო,
ასე იყოს, ოღონდ შენთან ერთად,
ხედავ?! ლექსის როგორ ამდის ბოლი,_
გადამწვარ გულს შენში მაინც მე ვრთავ...

5 მარიამობისთვე, 2016 წელი скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი