უკან დაბრუნება
განცხადებები
გაუხსენებელ სიზმარივით ამეკვიატე
5-08-2016, 20:25
ნანახია: 1256
გაუზიარე სტატია მეგობარს


გაუხსენებელ სიზმარივით ამეკვიატე.
ახლა ნისლი ვარ,
მთის მაღალ ყელს შემოხვეული.
შენ არაფერზე არ იდარდო
ჩემო თებრონე,
ჰორიზონტს უკვე შემოაცვდა სიცარიელე.
გდია ზეცაზე მკრთალი მთვარე
როგორც კუნძული
ხოლო ვარსკლავებს,
როგორც დიდი ტბის დუმფარებზე დაყრილ ნაკვერჩხლებს
ახლა მდუმარე ალიონი
ჩამოანაცრებს.
მოვლენ ღრუბლები,
დაკაწრულნი
ნაელვ ლოყებით.
დასავლეთიდან მოვლენ ისინი,
ზღვაურ ქარებში
შენ უეჭველად გაიხსენებ ველურ თმის სურნელს
რომ მაგიჟებდა.
შენ არაფერზე არ იდარდო ჩემო თებრონე,
ჰორიზონტს უკვე შემოაცვდა ღამის პერანგი.
და Dama de Noche- სავით დაიძინა ყველა ტკივილმა…
ახლა ნისლი ვარ ,
ვერაფერს ხედავ.
თუმცა ჩემს იქით ყველაფერია.
პირამდე სავსე ფიალიდან
დაღვრილ წყალს ვგავარ
შენი ჩემდამი სიყვარულით.
ასე ვსაზრდოობ
რა ცოტა მყოფნი
თუმცა მეტად ხომ არავისთვის არ მემეტები.
შენ არაფერზე არ იდარდრო ჩემო თებრონე,
დღეა ისეთი ,
თავს გააპარებ პოეზიის სასაფლაოდან…
დღეა ისეთი ,
ტკივილის სუნით აივსება ჩემი ოთახი
და გამოჟონავს სხეულიდან სიცარიელე.
შენ არაფერზე არ იდარდო ჩემო თებრონე. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი