უკან დაბრუნება
განცხადებები
მე ახლა ვიცი
29-07-2017, 21:43
ნანახია: 1097
გაუზიარე სტატია მეგობარს



,,მე ახლა ვიცი , ყველა წუთის , წამის მისია,
ვიცი და ხვალის დანაკარგზე მაინც არ ვმსჯელობ ,
მე ნამტირალებ თვალებს ვჯარობ რომ გაგისია
წვიმების დასში მომღერალმა ვიოლანჩელომ.

და რაც დრო გადის, ნაიარევ სულში მიძვრები
რომ ჩემს ტკივილებს, ფორიაქი აღარ მობეზრდეთ,
როდესაც ჯერ ვერ ახდენილი თბილი სიზმრები
ფრთხილად სხდებიან გაწითლებულ ქუთუთოებზე.

ახლა კი მორჩა, ღამეების თეთრი კედლები
და ყრუ სიცივე ,სულ ესაა რაც გვაქვს საერთო,
მე კვლავ ვიჯავრებ და იმ დილას შევეფეთები,
სადაც მე და შენ ( და ) კავშირით. უერთმანეთოდ."

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი